Friends-ის პირველი თიზერი, გამოსვლის თარიღი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია
#კინოსაკულტო მეგობრების - ჩენდლერის, მონიკას, ჯოუის, ფიბის, როსისა და რეიჩელის ხილვის საშულაება, Friends-ის ერთგულ გულშემატკივრებს სულ რამდენიმე დღეში შეეძლებათ. სიტკომის უკანასკნელი სერიის გამოსვლიდან 17 წლის შემდეგ, შოუს შემქმნელები და სამსახიობო გუნდი HBO-სთან ერთად, სპეციალურ სერიას გვიმზადებენ, რომელსაც 27 მაისს ვიხილავთ, დროა თარიღი საგულდაგულოდ მოვინიშნოთ კალენდარში.