Beach Waves ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ვარცხნილობაა, რომლის მისაღებად სანაპიროზე ყოფნა აუცილებელი სულაც არ არის. საბედნიეროდ ტალღოვანი თმის ეფექტის მიღება სახლის პირობებშიც შესაძლებელია, თანაც საკმაოდ მარტივი ხერხებით, დღეს სწორედ 3 ასეთ ხერხს გაგანდობთ.
ნაწნავების და თმის გასასწორებლის ტანდემი
ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ამავდროულად ეფექტური საშუალება Beach Waves-ის ვარცხნილობის მისაღებად თმის გასასწორებელი უთოს გამოყენებაა. უცნაურად ჟღერს, თუმცა ამ ხელსაწყოს დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ბუნებრივი ტალღოვანი თმის ეფექტი სულ რამდენიმე წუთში შევქმნათ, მთავარი ხრიკი კი ნაწნავებში იმალება.
ტალღოვანი თმის უთო
გამოკვეთილი ხვეულების მისაღებად ქალებს ცხოვრება ამ ჯადოსნური უთოს შექმნით უკვე გაგვიმარტივეს, რამდენიმე თავაკის დამსახურებით, დასახვევი საშუალება ერთდროულად, სწრაფად და რაც მთავარია სიმეტრიულად ახვევს თმას და გვაძლევს დაუვიწყარ ტალღოვან ეფექტს.
ღამის ზეთი თმისთვის
თუ კი თმის დაზიანება თმის გასასწორებელი ან დასახვევი უთოების გამოყენებით არ გსურთ, მაშინ თქვენთვის საუკეთესო გამოსავალი გვაქვს - ღამის ზეთი. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ მარტივია, ღამის შხაპის მიღების შემდეგ, ნამიან თმაზე დაიტანეთ ზეთი და შემდეგ გაყავით თმა ორ ნაწილად, გაიკეთეთ ნაწნავები და დაიტოვეთ ისინი მთელი ღამით. დილის შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ.
Delfos-ის საზაფხულო კამპანია ამჯერად ცნობილ იტალიურ ბრენდს - Boccadamo-ს ეძღვნება, რომლის სახეც ლიკა ქორქიაა. ბრენდის კოლექციების მთავარი ხიბლიც მის მრავალფეროვნებასა და უნივერსალურობაშია.
ლუპიტა ნიონგომ ლოს-ანჯელესის სახლი Crate & Barrel-ის დიზაინის გუნდთან ერთად განაახლა. ინტერიერში მთავარი ადგილი ბუნებრივ ხედებსა და მყუდრო გარემოს ეთმობა.