Bouffants & Broken hearts
#კულტურაფილიპინელი მხატვარ-გრაფიკოსი კენდრა დენდი ცნობილია განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით ფლორა და ფაუნისადმი, სწორედ ეგზოტიკური ბუნებიდან იღებს არტისტი ინსპირაციას.
ფილიპინელი მხატვარ-გრაფიკოსი კენდრა დენდი ცნობილია განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით ფლორა და ფაუნისადმი, სწორედ ეგზოტიკური ბუნებიდან იღებს არტისტი ინსპირაციას.
HBO-ს ეთერში 2019 წელს გასული სატელევიზიო შოუ თინეიჯერების ცხოვრების, ნარკოდამოკიდებულების, დეპრესიის ბულინგის, საკუთარი თავის დამკვიდრებისა თუ სხვა არა ერთი მნიშვნელოვანი თემის შესახებ, მალევე გახდა სენსაციად და გულშემატკივარი მთელი მსოფლიოს გარშემო შეიძინა.
ფრანგული მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, მარია გრაცია კიურიმ, Dior-ის 2022 წლის კრუიზ შოუსთვის მოგზაურობა გადაწყვიტა და ახალი კოლექცია ქალური სილამაზისა და მისი სირთულეების ხაზგასმით, ათენში, საბერძნეთში გამართა.
ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „მეოთხე ბრაიტონის“ პრემიერა, ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალ „ტრაიბეკაზე“ შედგა, თან საკმაოდ წარმატებით - ქართველი რეჟისორის ფილმმა საერთაშორისო ფესტივალზე 3 ჯილდო დაიმსახურა, ინფორმაცია ამის შესახებ, ფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ქართული მოდის პოპულარიზაციისა და ქართველი დიზაინერების მსოფლიო მოდის ასპარეზზე გაყვანის საქმე ყოველდღიურად უფრო დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. პროგრესმა, განვითარებისა და საზღვრების გაფართოების, ახალი შესაძლებლობების გაჩენისა და კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით სვლის აუცილებლობა გამოიწვია და ვერაფერი წარმოგვიდგენია იმაზე ძლიერ ბერკეტად ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე მოდის სკოლა საქართველოში.
მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალის თეთრეულის ბრენდი Victoria’s Secret, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან შეუდარებელ, მომხიბვლელ და საოცრად სექსუალურ ქალებს გვაცნობდა, საკუთარ ნიშაზე უარს ამბობს, „ანგელოზების“ ეპოქას ასრულებს და რებრენდინგის გზას მიმართავს.
ლონდონიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ასკოტში, ყოველწლიური საჯირთო ღონისძიება Royal Ascot (სამეფო ასკოტი) დაიწყო, რომელზეც თავი სამეფო ოჯახის წევრებმაც მოიყარეს. მოგეხსენებათ, ტრადიციული ღონისძიება სპორტული ხასიათიაა, თუმცა ადგილი, სადაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები იყრიან თავს, შეუძლებელია, მხოლოდ სპორტულ ღონისძიებად მოვიხსენიოთ.
თუ კი ხშირად მოიხმართ თმის გასასწორებელ, დასახვევ ან სულაც გასაშრობ ცხელ მოწყობილობებს, თუ კი გიყვართ ექსპერიმენტების ჩატარება და თმის სხვადასხვა ფერის მიღება - ეს ყველაფერი ბუნებრივია, თუმცა არ დაგავიწყეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენი თმა მეტ ყურადღებას და საგულდაგულოდ მოვლას იმსახურებს.
წლის მთავარი ლიტერატურული დღესასწაული თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება! საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 24-27 ივნისს თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით, შეხვედრის ტრადიციულ ადგილას „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდება.
Louis Vuitton-ის კრეატიულმა დირექტორმა ნიკოლა ჟესკიერმა, კიდევ ერთხელ გადაგვისროლა არარეალურ სამყაროში და ამჯერად, საფრანგეთის ქალაქ სერჟი-პონტუაში გვამოგზაურა და ისრაელელი ხელოვანის დანი კარავანის თვალისმომჭრელი მონუმენტის Axe Majeur-ის დახმარებით, რაღაც ახალი, მომხიბვლელი და წარმოუდგენელი შემოგვთავაზა.