#მოდა

ქართველი დიზაინერების ტრიუმფი „კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე”

გაზიარება:

კანის, რიგით 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, პირველი რეალური ონლაინ ღონისძიებაა, რომელიც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის შემდეგ ტარდება. ახლა, კულტურული სამყაროს რადარები მთლიანად საფრანგეთის ქალაქი კანისკენაა მიმართული და ახალი ფილმების ჩვენებები, დაჯილდოებები და წითელი ხალიჩა ყველაზე რეზონანსულ თემას წარმოადგენენ.

გლამურულ წითელ ხალიჩაზე თავი მსოფლიო ვარსკვლავებმა მოიყარეს და საყურადღებო და გასახარია ის ფაქტი, რომ მათმა ნაწილმა არჩევანი ქართველი დიზაინერების სამოსსა თუ აქსესუარებზე შეაჩერა.

ფრანგმა მომღერალმა და მსახიობმა ელოდი ფრეჟე კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე Materiel Tbilisi-ს შავი აბრეშუმის კაბა მოირგო და მას შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და აქსესუარები შეუხამა. 

David Koma-ს გოგომ საყვარელ დიზაინერს არც ამჯერად უღალატა და კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე დავით კომახიძის სამოსით გამოჩნდა. ბრაზილიელმა მოდელმა იზაბელ გულარტმა არჩევანი ელექტრიკ მწვანე პიჯაკზე შეაჩერა.

74-ე კინოფესტივალი წარმატების მომტანი აღმოჩნდა ქართული ასიმეტრიული, ორიგინალური და საოცრად  კრეატიული ბრენდ BOO Jewellery-თვისაც, რომლის აქსესუარებით წითელ ხალიჩაზე არა ერთი, არამედ ორი ცნობილი ადამიანი გამოჩნდა. ანასტასია ფედიკმა გრაციოზულ წითელ კაბას ქართული ბრენდის ოქროსფერი ყელსაბამი შეუხამა, რაც შეეხება ირინა სავაჩაკს, ის ხალიჩაზე BOO Jewellery-ს საყურეებით ვიხილეთ.

ზევით