2021 Trends: ცნობილი ქალების რჩეული საცურაო კოსტუმები

გაზიარება:

სხვა მოდური ერთეულების მსგავსად, საცურაო კოსტუმები ყოველწლიურად ახალი სიცოცხლით გვიბრუნდებიან და გულწრფელები ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ მათი მოდური ტენდენციები ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის შეძენაც ზაფხულის დადგომისთანავე ხელახლა გვინდა.

ახალი ფერები, ფორმები და განსხვავებული სტილი - ცნობილმა ადამიანებმა უკვე მოასწრეს 2021 წლის მთავარი ტრენდული მოდელების მორგება და მათში გამოწყობილებმა სოციალურ ქსელშიც გაგვიზიარეს ფოტოები. 

ჰეილი ბიბერის რჩეული ღია ვარდისფერი საცურაო კოსტუმი აღმოჩნდა, იდეალური ფერი ზაფხულისთვის, სანაპიროსა და რუჯისთვისაც კი.

Triangl Vinca Bikini in Terry Floss 

 

ყიდვა

თუ ნათელი ფერების, სადღესასწაულო საზაფხულო ჩაცმულობის გულშემატკივარი ხართ, ისევე როგორც დუა ლიპა, მაშინ მომღერლის ვინტაჟურ საცურაო კოსტუმს წარმოგიდგენთ.

 Mirror Palais Late Bloomer Bikini Bottom

 

ყიდვა

ჯენიფერ ლოპესი უბერებელი სხეულის დემონსტრირებას არასდროს უშინდება და ყოველთვის განსაკუთრებულ კოსტუმებზე აკეთებს არჩევანს. ამჯერად, ჯეილომ მბზინავი ვარდისფერი საცურაო კოსტუმი შეარჩია.

Triangl Macia Bikini in Grape Sparkle 

 

ყიდვა

ჩვენი კიდევ ერთი შთაგონება ზაფხულის სეზონზე ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი და მისი ცეცხლოვანი მთლიანი საცურაო კოსტუმია.

Melissa Simone Cut Out One Piece in Tangerine

 

ყიდვა

თუ გაინტერესებთ როგორ იმოსებიან Gen Z-ის თაობის წარმომადგენლები, მაშინ ედისონ რაის ჩაცმულობას და მის ყვავილების პრინტიან საცურაო კოსტუმს უნდა შეავლოთ თვალი.

Frankies Bikinis Nick String Triangle Bikini Top in Groovy 

 

ყიდვა

ზევით