#მოდა

5 ტრენდი Paris Couture Week-დან, რომელსაც მომავალ სეზონზე მოვირგებთ

გაზიარება:

Paris Couture Week-მა მთელი თავისი დიდებულებით ჩაიარა, ქართველმა დიზაინერმა და ფრანგული მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ, 53 წლის შემდეგ მოდის სახლის Haute Couture კოლექცია წარადგინა. პარიზში მსოფლიო მოდის შემოქმედებმა უკვე განსაზღვრეს მომდევნო სეზონის სტილის სტანდარტები, ტრენდები და ტენდენციები, რომელსაც განსაკუთრებული პატივით წარმოგიდგენთ.

სამეფო დიდებულება

სამეფო სტილი მოდიდან არასდროს გადადის, პირიქით, ის სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და Couture კოლექციებშიც საპატიო ადგილს იკავებს. გასული კვირების განმავლობაში პარიზში სამეფო სტილის გრაციოზულობა Viktor & Rolf-ის, Armani Privé-სა და Giambattista Valli-ს კოლექციებში ვიხილეთ.

სამუშაო სტილის სილამაზე

Paris Couture Week-ის მნიშვნელოვან ნიშას ყოველდღიური, სამუშაო სტილის სილამაზეც წარმოადგენდა, Dior და Armani Privé წესისამებრ შეუდარებელ, თვალისმომჭრელ კაბებს და მასკულინური სტილის ორეულებს წარადგენდნენ.

ესპანური რომანი

მაღალი მოდის კვირეულზე საპატიო ადგილი ეკავა ესპანურ განწყობას, დელიკატურობას და პიკანტურობას, რომლის ჩვენებაც კოლექციებში Schiaparelli-მ და Fendi-მ იდეალურად მოახერხეს.

გრაციოზული ქუდები

თავი Ascot-ის ღონისძიებაზე არ გეგონოთ, ეს Paris Couture Week და მისი გრაციოზული აქსესუარები - დიდი ზომის ქუდებია, რომლებიც მოდის სახლებმა და დიზაინერებმა, მათ შორის დემნა გვასალიამ, დიდი პატივით წარადგინეს.

ყვავილების მაგია

ბოლოს კი ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ დეტალს წარმოგიდგენთ, რომელიც მოდის სახლების კოლექციებში დიდი რაოდენობით შეინიშნებოდა - გრანდიოზული ყვავილები, როგორც კაბების თუ ორეულების საუკეთესო ატრიბუტი.

ზევით