„სიზმარი“ - შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაცია ბრუნდება
#ფოტოამბავი12-14 ნოემბერს თბილისში, მულტიმედია გამოფენების სერია „სიზმარი“ ბრუნდება! პროექტი, რომელიც ინდივიდის, სოციუმის და ბუნების ჰარმონიას ეხება, შთაგონების მთავარი წყარო კი, ოქროს კვეთის სპირალია, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექვსმა ხელოვანმა შექმნა. სპირალის თბილისის რუკაზე მორგებით, სხვადასხვა უბანში ექვსი საგამოფენო ადგილი შეირჩა.