საქართველო მსოფლიო საოპერო რუკაზე: OPERA CROWN დღეს სრულდება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დღეს, 5 ნოემბერს ვოკალისტთა მე-2 საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN-ის დასკვნითი საღამო - საზეიმო დახურვა გაიმართება. კონკურსი 1-ელ ნოემბერს გაიხსნა და 3 ტურისგან შედგებოდა. კონკურსის ფარგლებში, 21 ქვეყნიდან, საქართველოს 50-მდე ახალგაზრდა ვოკალისტი ესტუმრა, რომლებსაც საერთაშორისო ჟიური აფასებს. ფინალისტები სულ რამდენიმე საათში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე.