ზუსტად 1 თვეში, 2023 წლის 6 მაისს, მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კამილას კორონაციაა ჩანიშნული. ცერემონია ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.
ვარაუდი გამართლდა, ისტორიული შემთხვევა წინამორბედებთან შედარებით უფრო ბიუჯეტური იქნება, კორონაციის ძირითადი დეტალები შენარჩუნდება, თუმცა სანახაობა ნაკლებ პომპეზური იქნება; (დედოფალი ელიზაბეტ II-ის 1953 წლის სამსაათიანი ცერემონია ბრიტანეთის საზოგადოებას 1,57 მილიონი ფუნტი დაუჯდა, ანუ იმ დროისთვის 1,74 მილიონი დოლარი, რაც დღევანდელი ეკვივალენტი დაახლოებით 50 მილიონი დოლარია). გადაწყვეტილება ბრიტანეთში ცხოვრების კრიზისითა და რეცესიითაა გამოწვეული.
„კორონაცია ასახავს მონარქის როლს დღეს და იყურება მომავლისკენ, იმავდროულად, ფესვგადგმული იქნება გრძელვადიანი ტრადიციებითა და დიდებულებით“ - აღნიშნავს სამეფო ოჯახის სპიკერი.
ბუკინგემის სასახლემ უკვე წარადგინა მოსაწვევი ბარათის ვიზუალი, რომელიც 2000 სტუმარს, 6 მაისის კორონაციის შესახებ ამცნობს და ვესტმინსტერის სააბატოს კედლებში განსაკუთრებულ სტუმრებად მიიპატიჟებს. მოსაწვევის დიზაინი ენდრიუ ჯეიმისონს ეკუთვნის და ის მრავალ საინტერესო დეტალს აერთიანებს. ილუსტრაციაზე, ჩარლზისა და კამილას გერბებთან ერთად ვხედავთ ორ ჩიტს, რომლებიც ჩამომსხდარი არიან ასო C-ზე (Charles and Camilla). მოსაწვევის საზღვრები მორთულია ფლორისა და ფაუნის ილუსტრაციებით, მასში გაცოცხლებულია ბრიტანული ველური ყვავილების მდელო, მდელოს ხეობის შროშანით, ველური მარწყვითა და როზმარინის ყლორტით.
ყვავილები დაჯგუფებულია სამ მტევნად, რაც დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, რიგით მესამე მეფე ჩარლზის აღმნიშვნელია.
მოსაწვევზე გამოსახული ყვავილები მიედინებიან ილუსტაციის ცენტრალურ ნაწილში გამოსახული კაცისკენ, რომელიც ბრიტანული ფოლკლორის უძველეს ფიგურას წარმოადგენს, გაზაფხულისა და აღორძინების სიმბოლოს, ახალი მეფის აღსანიშნად.
2022 წელს, დედოფალ ელისაბედ II-ის „გულწრფელი სურვილი“ იყო, კორნვოლის ყოფილ ჰერცოგინია კამილას დედოფალი კონსორტის ტიტული მიეღო. სწორედ ამიტომ 6 მაისს, მეფე ჩარლზ III-ის გვერდით, მისი კორონაციაც გაიმართება. კამილა გახდება პირველი დედოფალი კონსორტი 1937 წლის შემდეგ და თავზე დედოფალ მერის ალმასებით მორთულ გვირგვინს დაიდგამს.
4 წლის პრინცი ჩარლზი ესწრება დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციას, 1953 წელი
1066 წლიდან მოყოლებული, ბოლო 9 საუკუნის განმავლობაში, ვესტმინსტერის სააბატო კორონაციის ცერემონიების ადგილად იქცა. ღვთისმსახურების დროს, რომელსაც დაესწრებიან მსოფლიო ლიდერები და სამეფო ოჯახის წევრები მთელი მსოფლიოდან, მეფე ჩარლზი დადებს ფიცს და წმინდა ედუარდის გვირგვინს დაიდგამს. გვირგვინი, დამზადებულია 22 კარატიანი ოქროსგან, ბრილიანტებისგან, ლალისგან, ამეთვისტოსგან, საფირონისგან, ბროწეულისგან, ტოპაზებისა და ტურმალინისგან.
ჩარლზის კორონაციის მრავალი დეტალი, რომელიც დაგეგმილი იყო ოპერაცია ოქროს ორბის კოდური სახელით, დიდი ხნით ადრეა გაწერილი, ათწლეულების წინ. საყოველთაოდ მოსალოდნელი იყო, რომ ბრიტანეთი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის დღეს სახალხო დღესასწაულად გამოაცხადებდა, თუმცა, ეს ასე არ იქნება, რადგან ის შაბათ-კვირას ემთხვევა.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.