„ბიტლზმა სრულიად შეცვალა ჩემი მუსიკისადმი დამოკიდებულება. წლებია, მათზე ფილმის გადაღებას ვცდილობ,“ – ამბობს ოსკაროსანი რეჟისორი სემ მენდესი, რომელმაც CinemaCon 2025-ზე აუდიტორიას თავისი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტის დეტალები გაუმხილა.
როგორც ჩანს, ჯეიმს ბონდის და American Beauty-ის რეჟისორი მზადაა, ბიტლზის ცხოვრების ყველაზე ღრმა კუნჭულებში გვამოგზაუროს. 2028 წლის აპრილში თითოეული ბიტლის შესახებ, ოთხი დამოუკიდებელი ფილმი გამოვა.
მენდესისთვის ბრიტანული როკ-ბენდი მუსიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფია, და მისი თქმით, ოთხივე წევრის ისტორიის ერთ ფილმში გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც გადაწყდა ცალკეული ფილმების გადაღება, სადაც როლები ასე გადანაწილდა:
პოლ მაკარტნის როლს მოირგებს ირლანდიელი მსახიობი პოლ მესკალი, რომელიც მაყურებელს სალი რუნის რომანის, Normal People-ის ეკრანიზაციიდან თუ ფილმ Aftersun-იდან ახსოვს.
ჯონ ლენონს განასახიერებს ჰარის დიკინსონი, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის Baby Girl-ის მთავარი როლის შემსრულებელი. მანამ, სანამ ის ნიკოლ კიდმანის სასცენო პარტნიორი გახდებოდა, მისი შესრულება ფილმებში Beach Rats და Triangle of Sadness არანაკლებ აღსანიშნავი იყო.
ჯორჯ ჰარისონის როლში კი ვიხილავთ ჯოზეფ ქუინს, რომელიც პოპულარული Stranger Things-ში შესრულებული როლით გახდა. მალე გამოვა მისი მონაწილეობით Marvel-ის ორი ფილმიც – The Fantastic Four და Avengers: Doomsday. სხვათა შორის, ჯოსეფ ქუინსა და პოლ მასკალს უკვე აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება, რომელიც 2024 წლის ფილმ Gladiator 2-ში ლუციუსისა და იმპერატორ გეტას როლების შესრულებისას მიიღეს.
სემ მენდესი
სემ მენდესის მიერ შერჩეულ მსახიობებს მაყურებელი განსხვავებული რეაქციებით შეხვდა – ზოგიერთი კინომწარმოებლებს ახალი სახეების აღმოჩენისკენ მოუწოდებს, ხოლო სხვებისთვის ეს შემადგენლობა ზუსტად ის ოთხი მსახიობია, რომელიც იდეალურად გააცოცხლებს ბრიტანული როკ-ჯგუფის წევრებს ეკრანზე.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმში ოფიციალურად გაჟღერდება ბენდის ჰიტები, როგორებიცაა Strawberry Fields Forever, Let It Be, I Am the Walrus, Yellow Submarine და სხვა. სავარაუდოდ, ოთხივე ფილმი ან ერთდროულად, ან თვის განმავლობაში, ყოველ კვირას, თითო-თითო გამოვა.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.