სასექსის ჰერცოგინია გუშინ იუბილარი გახლდათ, მეგან მარკლს 40 წელი შეუსრულდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ მნიშვნელოვან დღეს მეგანი სოციალურ ქსელში გამოჩნდა. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ფონდის საიტ Archewell-ზე მეგანის და მელისა მაკარტის დიალოგის ვიდეო დაიდო, რომელიც არა ერთი საინტერესო ფაქტით, მხიარული დეტალითა და ფარული მესიჯით იყო დატვირთული.
მეგან მარკლმა დაბადების დღეზე მონოქრომული ლუქი მოირგო, მან კომფორტულ ზედას და კრემისფერი ფეხსაცმელი და Manolo Blahnik-ის ყავისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები შეუხამა. მეგანმა ჩაცმულობას ლოს-ანჯელესელი დიზაინერის ლოგან ჰოვოელი სამკაულები შეუხამა, რომელიც შვილების ზოდიაქოს ნიშნის ყელსაბამს წარმოადგენდა.
სასექსის ჰერცოგების ფონდის საიტზე გავრცელებულ ვიდეოში მეგანის სამუშაო გარემო გამოჩნდა იდეალურად, ამასთანავე პრინც ჰარისაც მოვკარით თვალი, რომელიც ეზოში ჟონგლიორობით იყო დაკავებული.
მეგანმა მელისას გადაწყვეტილების შესახებ გააცნო, რომელიც 40x40 ინიციატივის სახელით გავრცელდა და COVID 19-ის პერიოდში, სამუშაოს გარეშე დარჩენილი ქალების მხარდაჭერას მოიაზრებს. მარკლმა, 40 აქტივისტს, მათ შორის ათლეტებს, მსახიობებს, მომღერლებსა და მხატვრებს ინიციატივაში ჩართვისკენ მოუწოდა და როგორც ჩანს, თითოეული მათგანი თანახმაა სასექსის ჰერცოგინიას და ქალებს გვერდში დაუდგეს.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.