მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე დასასრულს უახლოვდება. ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა რეპერი შონ კომბსი, იგივე Puff Daddy, წარდგენილი ხუთი ბრალდებიდან მხოლოდ ორში ცნეს დამნაშავედ. წაყენებული ბრალი პროსტიტუციაში ჩართვის მიზნით ადამიანების ტრანსპორტირებას ეხება. რეპერი უდანაშაულოდ ცნეს ყველაზე მძიმე ბრალდებებში, როგორიცაა რეკეტი და სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგი. ეს იმას ნიშნავს, რომ მას სამუდამო პატიმრობა აღარ ემუქრება და შესაძლოა, მაქსიმუმ 20 წელი მიესაჯოს.
კომბსი ნაფიცმსაჯულების სიტყვის შემდეგ მუხლებზე დაეცა. Reuters/ Jane Rosenberg
მოსამართლემ რეპერი პატიმრობაში დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ კომბსი იმედოვნებდა, განაჩენის გამოცხადებამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ. პროცესის განმავლობაში პროკურატურამ კომბსი დაახასიათა როგორც „მოძალადე და სახიფათო პიროვნება, რომელიც არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს მათ წინაშე, ვინც წლების განმავლობაში დააზარალა“. მოსამართლეს წერილობით მიმართა საქმის მთავარი მოწმის, კესი ვენტურას იურიდიულმა ჯგუფმაც და მოითხოვა, რომ კომბსი პატიმრობაში დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე.
P. Diddy და მისი ყოფილი შეყვარებული, კესი ვენტურა
ვენტურამ 2023 წლის ნოემბერში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა რეპერის წინააღმდეგ. ეს საქმე მეორე დღესვე დაიხურა და ვენტურამ რეპერისგან 20 მილიონი დოლარი მიიღო. სწორედ ეს სარჩელი გახდა რეპერის წინააღმდეგ ფედერალური საქმის გახსნის ე.წ. კატალიზატორი.
მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ კომბსს „დახურულ კარს მიღმა ძალადობისკენ მიდრეკილება აქვს“ და აღნიშნა, რომ მისი წარსული ქმედებები, მათ შორის კესი ვენტურას ცემა 2016 წელს, ერთმნიშვნელოვნად ძალადობის აქტი იყო.
რეპერის ადვოკატები კი, პირიქით, ამტკიცებდნენ, რომ კომბსი „თავმოყვარე ბიზნესმენია, რომელიც სასამართლოს ნდობას იმსახურებს“, რადგან ყველა მითითებას ზედმიწევნით ასრულებდა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ კესი ვენტურას მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტი აღიარა, მათ კატეგორიულად უარყვეს რეკეტისა და ტრეფიკინგის ბრალდებები.
საბოლოოდ, მოსამართლემ გირაოზე მაინც უარი განაცხადა. 8 ივლისს, მოსამართლე, პროკურატურა და დაცვის მხარე ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეიკრიბებიან, რათა დეტალურად განიხილონ, როგორ და როდის გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მხარეებს შორის სასჯელის ზომის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. კომბსის გუნდი თითოეული დანაშაულისთვის დაახლოებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, ხოლო პროკურატურა დაახლოებით 5 წელს მოითხოვს.
გირაოს უარყოფის შემდეგ კომბსი დარბაზში იმედგაცრუებული სახით იჯდა. როდესაც გაიგო, რომ სახლში ვერ დაბრუნდებოდა, თავი დახარა და ხელები კალთაში ჩაიწყო. სასამართლოს დარბაზიდან გასვლისას მან ოჯახს კოცნა გაუგზავნა და უთხრა: „მიყვარხართ, იყავით ძლიერები“.
რეპერის 82 წლის დედა. Ph: Angela Weiss
აღსანიშნავია, რომ კომბსი მხოლოდ ფედერალური ბრალდებების წინაშე არ დგას. გასული წლის განმავლობაში, სულ მცირე 120-მა პიროვნებამ, მათ შორის არასრულწლოვნებმა, რეპერის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის შესახებ სარჩელი შეიტანა. ამ საქმეების განხილვები ჯერ არც კი დაწყებულა. თავად კომბსი ყველა ბრალდებას უარყოფს და ცილისწამებად აფასებს.
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს საქმე და რამდენი წელიც არ უნდა მიუსაჯონ კომბსს, აშკარაა, რომ ჰიპ-ჰოპის ლეგენდის ერა დასრულდა. 55 წლის გრემის მფლობელი მუსიკოსი, რომელმაც Bad Boy Records-ის მეშვეობით არაერთ არტისტს გზა გაუკვალა, ახლა კრიზისულ პერიოდს გადის, რომელიც მის მუსიკალურ მემკვიდრეობასა და რეპუტაციას სერიოზულ ჩრდილს აყენებს.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.