#ცნობილები #მუსიკა

P. DIDDY-ს გახმაურებული სასამართლო პროცესი გრძელდება

გაზიარება:

ნიუ-იორკში ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის, შონ Diddy კომბსის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ეს არის საუკუნის ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც ამერიკულ საზოგადოებას მუსიკის ინდუსტრიაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე მწვავე კითხვებს უჩენს.

შონ კომბსი, P. Diddy-ს საქმე, P. Diddy, Puff Daddy, Sean Combs

კომბსის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებებია წაყენებული – მათ შორის სექს-ტრეფიკინგი, რეკეტი, არასრულწლოვანთა ექსპლუატაცია, პროსტიტუციის ორგანიზება, სექსუალური ძალადობა და სხვა. სასამართლოში მოწმეებად წარდგნენ რეპერის ყოფილი პარტნიორები და მეგობრები, რომლებიც თავიანთ ჩვენებებში მძიმე ფაქტებს აღწერენ. მათი ჩვენებები იმდენად საზარელია, რომ სასამართლო პროცესის ოთახიდან შონ კომბსის შვილების გაყვანა გახდა საჭირო.

შონ კომბსი, P. Diddy-ს საქმე, P. Diddy, Puff Daddy, Sean Combs

პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე კესი ვენტურაა – რეპერის ყოფილი შეყვარებული, რომელიც დეტალურად ჰყვება მრავალწლიან ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაზე. კესის მონაყოლი დაადასტურა კერი მორგანმაც, რომელმაც გაიხსენა, როგორ ცდილობდა ვენტურასთან ერთად კომბსისგან გაქცევას, როცა რეპერი ჩაქუჩის გამოყენებით მათ ბინაში შეჭრას ცდილობდა. კიდევ ერთმა მოწმემ, ჯგუფ Danity Kane-ის წევრმა დონ რიჩარდმა, ჩვენებაში ახსენა, რომ რეპერმა ვენტურას ტაფა დაარტყა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

შონ კომბსი, P. Diddy-ს საქმე, P. Diddy, Puff Daddy, Sean Combs

პროკურატურამ საქმეში უამრავი მტკიცებულება წარადგინა – მათ შორის ტექსტური შეტყობინებები, ვიდეომასალები და სასტუმროს კამერების ჩანაწერები. თითოეული მტკიცებულება ნათლად ასახავს ძალადობისა და ფსიქოლოგიური ტერორის ფაქტებს, რომლებზეც ათობით ადამიანი საუბრობს. ერთ-ერთი ანონიმური მოწმე, ფსევდონიმით „ჯეინი“, სასამართლოს უყვება ე.წ. „სასტუმროს ღამეების“ შესახებ და აღწერს გარემოს, სადაც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებს სექსუალურ აქტში მონაწილეობას აიძულებდნენ.

შონ კომბსი, P. Diddy-ს საქმე, P. Diddy, Puff Daddy, Sean Combs

ჯეინი დეტალურად აღწერს, როგორ უგულებელყოფდა კომბსი ქალის უკმაყოფილებასა და დისკომფორტს. „ის მამცირებდა, არაფრად მაგდებდა, ყოველთვის თავს იმართლებდა“, – ამბობს ჯეინი. მისი თქმით, კომბსთან ურთიერთობამ მას არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური ზიანიც მიაყენა, რაც ხშირ ინფექციებსა და ქრონიკულ ტკივილებში გამოიხატებოდა.

შონ კომბსი, P. Diddy-ს საქმე, P. Diddy, Puff Daddy, Sean Combs

სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულებს წარუდგინეს არაერთი შეტყობინება, სადაც ჯეინი კომბსს „მატყუარად“ მოიხსენიებს. დაცვის მხარე ამ მტკიცებულებების საქმიდან ამოღებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ ისინი ნაფიც მსაჯულებზე ემოციურ გავლენას ახდენენ. პროკურატურა კი ხაზს უსვამს, რომ მტკიცებულებები ემთხვევა ჯეინის ჩვენებას და ამყარებს მის სანდოობას. თუმცა ჯეინის ჩვენებები კითხვის ნიშნის ქვეშ მაშინ დადგა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მას და შონ კომბსს გასულ წელს, რეპერის დაკავებამდე, აქტიური ურთიერთობა მაინც ჰქონდათ.

შონ კომბსი, P. Diddy-ს საქმე, P. Diddy, Puff Daddy, Sean Combs, Cassie Ventura, კესი ვენტურა

კომბსის ადვოკატები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ყველა სახის სექსუალური ურთიერთობა ორმხრივი თანხმობით ხდებოდა. ადვოკატების მცდელობის მიუხედავად, სასამართლომ უკვე ორჯერ უარყო გირაოსა და შინაპატიმრობის შესახებ კომბსის მხარის მოთხოვნა. Puff Daddy ჯერ კიდევ ბრუკლინის ფედერალურ საპატიმროში რჩება.

შონ კომბსი, P. Diddy-ს საქმე, P. Diddy, Puff Daddy, Sean Combs

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, აკრძალულია ვიდეო და ფოტოგადაღება. ეს საქმე მხოლოდ ერთ რეპერს არ ეხება, რადგან მასში შოუ-ბიზნესის არაერთი წარმომადგენელია ჩართული. ეს არის პრეცედენტი, რომელიც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს ქალთა უფლებებისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. სასამართლო პროცესი გრძელდება და უახლოეს დღეებში „ჯეინი“ და სხვა მოწმეები კიდევ ერთხელ დაიკითხებიან. მიუხედავად სერიოზული ბრალდებებისა და მტკიცებულებების სიმრავლისა, შონ კომბსი ამ ეტაპზე უდანაშაულოდ ითვლება, სანამ მისი ბრალეულობა მოსამართლე არუნ სუბრამანიამისა და ნაფიც მსაჯულების მიერ არ დამტკიცდება. თუ კომბსს დანაშაულები დაუმტკიცდა, შესაძლოა ცხოვრების ბოლომდე ციხეში მოუწიოს დარჩენა.

სასამართლოს ჩანახატების ავტორი: Jane Rosenberg/Reuters

ზევით