თეა თოფურიას რომანი „იაკობის ჭასთან“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ფინალშია
ქართველი მწერლის მაგიური რეალიზმის ჟანრში შექმნილი რომანი იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის თემებს ეხება.
კემბრიჯის ჰერცოგინია და გაერთიანებული სამეფოს ტახტის რიგით მესამე მემკვიდრე, ქეით მიდლტონი დღეს იუბილარია. სამეფო ჯახის ყველაზე ელეგანტური ჰერცოგინია 39 წლის გახდა.
ქეით მიდლტონმა მთელს სამყაროს თავი შეაყვარა ბავშვური ღიმილითა და სიკეთით, რომელსაც მუდამ ასხივებს. კემბრიჯის ჰერცოგინიას სტილი, კი სრულიად ბრიტანეთისა და დანარჩენი სამყაროს ფემინური ნაწილის მისაბაძი გახდა.
საკმაოდ რთულია ტრადიციულ სამეფო გარდერობის მოთხოვნების გათვალისწინებით მოდური და ამავდროულად თანამედროვეც იყო, თუმცა ქეითი ამას მარტივად ახერხებს და ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურება. კემბირჯის ჰერცოგინია ასევე მარტივად ახერხებს იდეალურად გამოიყურებოდეს, როგორც Elie Saab-ის ძვირადღირებულ სამოსში, ასევე H&M-ს ან Zara-ს 50 GBP ღირებულების კაბაში.
Alessandra Rich
კემბრიჯის ჰერცოგინია გასული წლის მარტში ირლანდიის პრეზიდენტს შეხვდა. ქეითს Alessandra Rich-ის ულამაზესი და ამავდროულად სადა კაბა ემოსა.
Jenny Packham
კემბრიჯის ჰერცოგინია და ჰერცოგი სამეფო ტურის ფარგლებში პაკისტანში სპეციალურ მიღებას დაესწრნენ. ქეითს ტრადიციულისა და თანამედროვე სტილის იდეალური მიქსის Jenny Packham-ის დიზაინის კაბა ეცვა.
Alexander McQueen
ქეით მიდლტონი 2020 წლის თებერვალში ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოებას ალბერტ ჰოლში დაესწრო. Alexander McQueen-ის იგივე კაბა ჰერცოგინიას მალაიზიაში ვიზიტისას 2012 წელს ეცვა.
Gucci
ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის საქველმოქმედო ვახშამზე ჰერცოგინიას Gucci-ს კაბაში ემოსა.
LK Bennett
ქეითი 2019 წელს გრინვიჩში გამართულ სამეფო რეგატას ფრანგულ სტილში ეწვია. როგორც ცნობილია, ჰერცოგინიას ბრენდის LK Bennett შარვალი ემოსა.
Gucci
2019 წელს საბავშვო ცენტრის Henry Fawcett-ს ვიზიტისთვის ქეითმა Gucci-ს იასამნისფერი ბლუზა აირჩია, რომელმაც მედიის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.
Catherine Walker
ჰერცოგინამ 2018 წელს შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტში ვიზიტისას Catherine Walker-ის ქურთუკი მოირგო.
Alexander McQueen
როგორც ჩანს, ბრიტანული მოდის სახლი Alexander McQueen ჰერცოგინიას ფავორიტია. სწორედ მისი სამოსი აირჩია ქეითმა, Ben Ainslie Racing-ის ვიზიტის დროს 2016 წელს.
Preen by Thornton Bregazzi
კემბრიჯის ჰერცოგინიამ კანადის მთავრობის სახლში გამართული მიღებისთვის ბრიტანული მოდის სახლის Preen by Thornton Bregazzi წითელი ასიმეტრიული კაბა აარჩია.
Alexander McQueen
ქეით მიდლტონს ბაკინგემის სასახლეში გამართულ წვეულებაზე Alexander McQueen-ის თეთრი კაბა ემოსა, რომელიც მისთვის სარა ბარტონმა შექმნა. სარა ბარტონი ასევე კემბრიჯის ჰერცოგიანიას საქორწილო კაბის ავტორია.