ჩვენს ეპოქაში, სადაც კრეატიული ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და ხოლო ციფრულმა სამყარომ სრულიად შეცვალა ჰორიზონტები, კომუნიკაციის ხელოვნების დაუფლება უმთავრესი გახდა. ამ მოთხოვნის საპასუხოდ, ქართული მედია პლატფორმა TheDiary-ი საგანმანათლებლო პლატფორმა Green Georgia Academy-სთან თანამშრომლობით მოდის სტრატეგიული კომუნიკაციის კურსს აანონსებს. ეს ინოვაციური პროგრამა მიზნად ისახავს პროფესიონალების შემდეგი თაობის აღჭურვას კომუნიკაციის, ჟურნალისტიკისა და ციფრული მედიის სტრატეგიების აუცილებელი უნარებით.
ყოვლისმომცველი ორთვიანი პროგრამა, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დაიწყება, ზედმიწევნით არის გათვლილი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კარიერა სურთ მოდის ინდუსტრიაში ან ჟურნალის რედაქციაში. ასევე, აქ მიღებული ცოდნა სტუდენტებს გამოადგებათ სოციალური მედიის მართვასა და მისთვის კრეატიული კონტენტის შექმნაში. ხოლო, თუკი თქვენი მიზანი საკუთარი თავისგან ბრენდის შექმნაა, წარმატებული ინფლუენსერები გაგიზიარებთ, თუ როგორ პიზიციონირდეთ ციფრულ სამყაროში, რათა საინტერესო იყოთ არამხოლოდ მიმდევრებისთვის, არამედ კომერციულად ბრენდებისთვის.
ყველა ლექცია ჰიბრიდულად ანუ ორმხრივად ჩატარდება, ფიზიკურად Museum Hotel-ის საკონფერენციო დარბაზში და დისტანციურად Zoom-ის მეშვეობით.
ლექციების სერია - კურსი მოიცავს როგორც ძირითადი ლექციების სერიას, ასევე მასტერკლასებს, რომლებსაც ამ დარგის წარმატებული პროფესიონალები გაუძღვებიან.
სალექციო კურსი: სტრატეგიული კომუნიკაცია
პროგრამას გახსნის კესო ლილუაშვილი, ერთ-ერთი წარმატებული პლატფორმის, Phubber-ის დამფუძნებელი გუნდის წევრი და კრეატიული დირექტორი. ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის ალუმნი, შემოგთავაზებთ როგორც თეორიულ შეხედულებებს, ასევე პრაქტიკულ სტრატეგიებს მოდის ინდუსტრიაზე მორგებული ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიების შესაქმნელად.
კესო ლელუაშვილი, Phubber-ის დამფუძნებელი გუნდის წევრი და კრეატიული დირექტორი
სალექციო კურსი: ჟურნალისტიკა, ქოფი და სთაილინგი
TheDiary-ის გუნდი უხელმძღვანელებს სალექციო კურსს, რომელიც ფოკუსირებული იქნება კრეატიულ წერასა და ჟურნალისტურ ნიუანსებზე. სტუდენტები ისწავლიან თუ როგორ შექმნან უნიკალური ხელწერა და როგორ აქციონ საკუთარი ნაშრომი, იქნება ეს ჟურნალისთვის, თუ სოციალური მედიისთვის განკუთვნილი, კრეატიულ ტექსტად
ნანკა კიკალია, TheDiary-ის დამფუძნებელი, რედაქტორი
ამ კურსზე ასევე შეისწავლით თუ როგორ შექმნათ ჟურნალისთვის განკუთვნილი კონტენტი ტექსტით, სთაილინგითა და ფოტოგადაღებით.
ნინუცა მაისურაძე, რეჟისორი
მოდის სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას TheDiary-ში, საუკეთესოები კი დასაქმებიან.
სალექციო კურსი: მოდის ფოტოგრაფია
ვახტანგ ალანია - ფოტოგრაფი, Kikala Studio-ს დირექტორი
სტუდია კიკალას დირექტორი ვახტანგ ალანია გაგიზიარებთ ფოტოგრაფიის ტექნიკურ და კრეატიულ ასპექტებს. სტუდენტები დაეუფლებიან აუცილებელ უნარებს, როგორიცაა განათება და კომპოზიცია.
სალექციო კურსი: სოციალური მედიის სტრატეგია & კონტენტის შექმნა
დათა ალექსეევი, Nargis Magazine-ის რედაქტორი
კურსს გაუძღვებიან ჟურნალ ნარგისის მოდის რედაქტორი, დათა ალექსეევი და თანარედაქტორი და კონტენტ კრეატორი, ლევან შავდია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნობიან სოციალური მედიის ეფექტურ სტრატეგიებს და დიჯითალში კრეატიული თხრობისა და საინტერესო კონტენტის შექმნის ტექნიკებს.
ლევან შავდია, Nargis Magazine-ის თანარედაქტორი
სალექციო კურსი: როგორ გავხდე ინფლუენსერი
ქეთი გაგოშიძე ინსტაგრამ გვერდის Date with Versace შექმნელია, რომელსაც თავად დონატელა ვერსაჩე ადევნებს თვალს და საკუთარ ჩვენებებზე მუდმივად იწვევს ქართველ ბლოგერს.
ქეთი გაგოშიძე, Date with Versace-ს დამფუძნებელი
ქეთი სტუდენტებს გაუზიარებს თუ რა უნარები და ცოდნაა საჭირო იმისათვის რომ გახდე ბლოგერი. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კონტენტის შექმნა პირადი გვერდისთვის, აუდიტორიის ჩართულობა და ბრენდებთან თანამშრომლობა.
მასტერკლასები - გარდა ძირითადი ლექციებისა, პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს ინდუსტრიის ლიდერებისგან.
მასტერკლასი: პერსონალური ბრენდინგი
პერსონალური ბრენდინგის მასტერკლასზე სტუდენტები ექსპერტის ხელმძღვანელობით საკუთარი თავის აღმოჩენას ისწავლიან.
ლალი ბადრიძე, ფსიქოლოგიისა და ქოუჩინგის ტრენინგ ცენტრის ID Institute-ის თანადამფუძნებელი
ფსიქოლოგიისა და ქოუჩინგის ტრენინგ ცენტრის დამფუძნებელი, ლალი ბადრიძე კურსის მონაწილეებს გაუზიარებს პიროვნული ზრდის მეთოდებს, რაც თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სასურველი მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია. კურსი ფოკუსირებულია საკუთარი თავის უკეთ გააზრებაზე, ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებაზე და თვით გაუმჯობესების პრაქტიკული სტრატეგიების შესწავლაზე.
მასტერკლასი ჟურნალისტიკა
ეკა ხოფერია, ჟურნალ City-ს დამფუძნებელი
ცნობილი ჟურნალისტი, ეკა ხოფერია სტუდენტებს გაუზიარებს ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ახალი ამბების მოძიება, ეთიკური პრინციპები ჟურნალისტიკაში და ავთენტური ჟურნალისტური მასალის შექმნის მეთოდები.
მასტერკლასი: სთაილინგი
მეგი ჯაში, Green Georgia Academy-ს დამფუძნებელი
ამბის ვიზუალური თხრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სთაილინგი. ჟურნალისთვის იქნება ეს თუ სოციალური მედიისთვის, სთაილინგი კონტენტს უფრო მიმზიდველს ხდის.
მასტერკლასი: ინფლუენსერ კონტენტ სტრატეგია
ამ ექსკლუზიურ მასტერკლასში ინფლუენსერი მარიამ კუხალაშვილი გაგვიზიარებს თავის გამოცდილებასა და ტექნიკებს სოციალურ მედიისთვის განკუთვნილი ფოტოების შესაქმნელად.
მარიამ კუხალაშვილი - მოდის ინფლუენსერი
მონაწილეები მიიღებენ უნარებს თუ როგორ შექმნან სწორი კომპოზიცია, განათება, სტილი და რეტუში ფოტოებისთვის, რომელიც მიზანმიმართულად სოციალური მედიისთვის არის შექმნილი.
MEET THE COLLABORATORS
The Diary ქართული ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ცხოვრების სტილის, ბიზნესის, კულტურის, თუ გასტრონომიის სამყაროში ჩვენი მკითხველისთვის პერსონალური გზამკვლევის როლს ირგებს. The Diary-ს მთავარი მისია გამორჩეულად საინტერესო კონტენტის შექმნა და მკითხველის მოტივაციაა.
Green Georgia საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელმაც 2016 წელს, მოდის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის მოდის ბიზნესის სასწავლო პროგრამა შექმნა და ხარისხიანი განათლებით ქართული მოდის ბაზარზე ახალი ტალანტების აღმოჩენას შეუწყო ხელი. „გრინ ჯორჯიას” მიზანი ახალი პროფესიების დანერგვაა, რომელიც მოიაზრებს თანამედროვე ტენდენციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და ევროპული განათლების ხარისხს.
თანამშრომლობის ფარგლებში, TheDiary და Green Georgia Academy გთავაზობთ არამხოლოდ თეორიულ ცოდნას პრაქტიკოსებიდან, არამედ სტაჟირებებს სხვადასხვა მოდის პლატფორმებსა და ივენთებზე და დასაქმების პერსპექტივებს.
2025 წლის ოსკარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები – Anora-ს ტრიუმფი, მაიკი მედისონის და ედრიენ ბროუდის გამარჯვებები, ტექნიკური კატეგორიების ლიდერი Dune: Part Two და სხვა საინტერესო დეტალები.
თებერვალი სერიალების მოყვარულებისთვის საუკეთესო თვე გამოდგა. სტრიმინგ პლატფორმებზე გამოჩნდა დრამა, კომედია, საკულტო შოუების ახალი სეზონები და საინტერესო ეკრანიზაციები. ამ სტატიაში საუკეთესო პრემიერების სია მოგიმზადეთ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
წლევანდელ SAG Awards-ზე „Lifetime Achievement“-ის ჯილდო ჯეინ ფონდამ დაიმსახურა. პრიზების გარეშე არ დარჩენილან ტიმოთი შალამე, დემი მური თუ ზოი სალდანა. წაიკითხეთ დაჯილდოების მთავარ მომენტებზე ჩვენს სტატიაში.