დედოფლის შვილიშვილი, პრინცესა ეუგენია ვაჟის დედა გახდა. ამის შესახებ განცხადება თავად ბაკინჰემის სასახლემ გაავრცელა. ახალშობილი დედოფალის მეცხრე შვილთაშვილი და სამეფო ტახტის რიგით მეთერთმეტე პრედენტია.
პრინცესა ეუგენია მეუღლესთან, ჯეკ ბრუკსბენკთან ერთად
ეუგენია, დედოფლის მესამე ვაჟის, პრინც ენდრიუსა და მისი ყოფილი ცოლის, სარა ფერგიუსონის უმცროსი ქალიშვილია. პატარა პრინცი, რომელიც გუშინ მოევლინა სამყაროს, 3,7 კგ-ს იწონის და წყვილისთვის პირველი შვილია. იორკის პრინცესამ ფოტო საკუთარ Instagram გვერდზე გააზიარა, სადაც პატარას ხელი მშობლების ხელშია მოქცეული. ამ ფოტოთი წყვილმა მსოფლიოს საკუთარი შვილის დაბადება ახარა.
იორკის პრინცესას რჩეული ჯეკ ბრუკსბენკია. წყვილმა ერთმანეთი 8 წლის წინ, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაიცნო და მას შემდეგ მეგობრობდნენ. პრინცესა ევგენიამ და ჯეკბრუნკსბერკმა 2018 წელს იქორწინეს. ჯვრისწერის ცერემონიალი უინძორის სასახლეში პომპეზურად გაიმართა.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.