მსოფლიო პრემიერების, ოსკარების ნომინანტებისა და Critics Choice Awards-ის დაჯილდოებების შემდეგ, მაყურებლისა და კინოს კრიტიკოსების რჩეული ფილმების სია უკვე ყველასთვის ცნობილი იყო. 2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის წევრებმა გადაწყვიტეს, ჯილდოები გასული წლის კინო შედევრებისთვის თანაბრად გაენაწილებინათ.
„პაპის კონკლავის“ ქასთი BAFTA-ს ოთხი პრიზით წითელ ხალიჩაზე. ph: Isabel Infantes
თუმცა, მხოლოდ ერთ ფილმს შეეძლო მთავარი პრიზის – საუკეთესო ფილმის ჯილდოს მიღება და წელს ეს პატივი „პაპის კონკლავს“ ერგო, რომელიც 11 ნომინაციით ლიდერობდა. ედვარდ ბერგერის ტრილერი, რომელიც ვატიკანში ახალი პაპის არჩევის პროცესს ასახავს, საბოლოოდ BAFTA-ს ოთხი პრიზით დაჯილდოვდა. ამდენივე ჯილდო მოიპოვა ბრედი კორბეტის ფილმმა „The Brutalist“. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა, ედრიენ ბროუდიმ, საუკეთესო მსახიობის პრიზი მიიღო, ხოლო ბრედი კორბეტმა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა.
ედრიენ ბროუდი. ph: Joel C Ryan/ Invision/ AP
მაიკი მედისონმა საუკეთესო მსახიობის ჯილდო „Anora“-ში შესრულებული როლისთვის მოიპოვა.
ზოი სალდანამ „Emilia Pérez“-ში შესრულებული როლისთვის ჯილდო დაიმსახურა. ph: Joel C Ryan/ Invision/ AP
ჯეიმზ მენგოლდის მიერ გადაღებული ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმი „A Complete Unknown“ ექვს ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა ვერცერთ კატეგორიაში გამარჯვება ვერ მოიპოვა.
გამარჯვებულების სრული სია კი ასე გამოიყურება:
საუკეთესო ფილმი
პაპის კონკლავი
საუკეთესო მსახიობი ქალი
მაიკი მედისონი, Anora
საუკეთესო მსახიობი კაცი
ედრიენ ბროუდი, The Brutalist
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი
კირან კალკინი, A Real Pain
კადრი ფილმიდან „A Real Pain“
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი
ზოე სალდანა, ემილია პერესი
საუკეთესო რეჟისორი
ბრეიდი კორბეტი, The Brutalist
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
პაპის კონკლავი
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
A Real Plan
საუკეთესო ბრიტანული ფილმი
პაპის კონკლავი
საუკეთესო ბრიტანული დებიუტი
Kneecap
„Kneecap“ რიჩ პეპიატის ფილმია, რომელიც ირლანდიული ჰიპ-ჰოპ ტრიოს ისტორიას გვიყვება.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
ემილია პერესი
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
Super/Man: The Christopher Reeve Story
კადრი ანიმაციიდან „Wallace & Gromit: Vengeance Most Fowl“
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.