10 წიგნი დუა ლიპას წიგნის კლუბიდან
დუა ლიპას გავლენა მუსიკას სცდება და თანამედროვე კულტურას, მოდას, კინოსა და წიგნებსაც მოიცავს. გაეცანით 10 წიგნს, რომლებიც მის ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდება.
ივლისი მუსიკისმოყვარულთა ნანატრი ღონისძიებით დაიწყება - თბილისის, რიგით 24-ე ჯაზ ფესტივალი 6 ივლისს დაიწყება და 3-დღიან მუსიკალურ თავგადასავალში გადაიზრდება.
წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ, ტრიოსთან ერთად.

3-დღიანი ჯაზფესტივალი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმში გაიმართება, სწორედ ამ ლოკაციაზე, 6 ივლისს 24-ე ჯაზ ფესტივალს ანტონიო სანჩესის კვარტეტი გახსნის.

ჯაზფესტივალის მეორე დღე, 7 ივლისი, ბრენფორდ მარსალის დაეთმობა.

ფესტივალი 8 ივლისს მონტი ალექსანდერის ტრიოს კონცერტით დაიხურება. კონცერტების დაწყებამდე, ჯაზ-ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის კოლექცია - არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერონ. ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 18:00 საათზე გაიხსნება.