Victoria’s Secret-ის ანგელოზი დედები
Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუში მონაწილეობდნენ მოდელები, რომლებიც სამოდელო კარიერას დედობას უთავსებენ.

კახეთი მეღვინეობის ტრადიციით, ადგილობრივი სამზარეულოთი და ისტორიული ძეგლებით გამოირჩევა. უიქენდის გასატარებლად TheDiary-ის არჩევანი ამჯერად თელავში მდებარე ბუტიკ-სასტუმრო „ესკიზია“. აქ დღე შეგიძლიათ აუზთან ან სპაში გაატაროთ, საღამოს კი კახური კერძები და ადგილობრივი ღვინო დააგემოვნოთ.
„ესკიზი“ 2020 წელს გაიხსნა. სასტუმროს ინტერიერი დიზაინერმა ესმა ხეცურიანმა შექმნა. დიზაინი ეკლექტიკურია: მასში კლასიკური სტილისა და არტ-დეკოს გავლენა იგრძნობა. დეკორატიულ დეტალებს ნომრებშიც ვხვდებით: საწოლის თავები, ბალიშები და სანათების აბაჟურები განსხვავებული ქსოვილებითა და ნახატებითაა გაფორმებული.

„ესკიზში“ ღია და დახურული აუზებია მოწყობილი. დახურული აუზით მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ, ღია აუზთან კი მზიან დღეებში დაისვენოთ. სასტუმროს სპაც აქვს, ამიტომ თელავისა და მისი შემოგარენის დათვალიერების შემდეგ დარჩენილი დრო ცურვასა და დასვენებას შეგიძლიათ დაუთმოთ.

კახურ სამზარეულოს „ესკიზისში“განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. სასტუმროს ორ რესტორანს განსხვავებული კონცეფცია აქვს: ერთი ქართულ ფიუჟენ სამზარეულოს გთავაზობთ, მეორე კი ტრადიციულ ქართულ კერძებს.

სასტუმროს ღვინის მარანიც აქვს. სტუმრებისთვის ღვინის დეგუსტაციები და მასტერკლასები იმართება, რაც კახეთში გატარებული დღეების კიდევ უფრო მრავალფეროვნად დაგეგმვის საშუალებას იძლევა.
