Victoria’s Secret-ის ანგელოზი დედები

Victoria’s Secret-ის რიგით 27-ე მოდის ჩვენება 18 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში გაიმართა. სანახაობრივ კოსტიუმებსა და ვარსკვლავურ შემადგენლობასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება იმ მოდელებმა მიიპყრეს, რომლებიც მშობიარობიდან რამდენიმე თვეში პოდიუმს დაუბრუნდნენ.

განსაკუთრებული ყურადღება ბარბარა პალვინმა მიიპყრო. უნგრელი მოდელი პოდიუმს ქალიშვილის დაბადებიდან დაახლოებით ექვს კვირაში დაუბრუნდა. ჩვენების შემდეგ მან Instagram-ზე Victoria’s Secret-ის შემოქმედებით გუნდს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მშობიარობის შემდგომ პერიოდში პოდიუმზე დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.

Barbara Palvin victorias secret

პალვინმა აღნიშნა, რომ კულისებში მის ბიუსტჰალტერში ძუძუთი კვებისთვის განკუთვნილი სპეციალური საფენებიც ჩაკერეს. მისი თქმით, ეს დეტალი იმ ყოველდღიურობის შეხსენება იყო, რომელიც პოდიუმის ბრწყინვალების მიღმა გრძელდება. ასევე, მოდელმა ხაზი გაუსვა, რომ პოდიუმზე მაყურებელმა იგი ჩვენებისთვის სრულად მომზადებული იხილა, თუმცა მისი ყოველდღიურობა სრულიად სხვაგვარია.  მშობიარობის შემდგომ პერიოდს ყველა ქალი სხვადასხვაგვარად გადის და ზოგჯერ შხაპისთვის ან მშვიდად სადილობისთვის დროის გამონახვაც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ასეთ მასშტაბურ პლატფორმაზე ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია, რადგან Victoria’s Secret-ის გავლენა მოდის ტენდენციებს სცდება და სილამაზის შესახებ საზოგადოებრივ წარმოდგენებზეც ვრცელდება.

პალვინის გარდა, მშობიარობის შემდეგ პოდიუმს ელზა ჰოსკიც დაუბრუნდა. იგი მეორე შვილის დედა 2026 წლის ივლისში გახდა.

Elsa Hosk

შოუში მონაწილეობდნენ სხვა ცნობილი მოდელებიც, რომლებიც პროფესიულ კარიერას დედობას უთავსებენ: ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, კენდის სვეინპოლი, ჯიჯი ჰადიდი და ეშლი გრემი.

candice swanepoel

კენდის სვეინპოლს ყოფილ საქმროსთან, ჰერმან ნიკოლისთან ორი ვაჟი ჰყავს: 9 წლის ანაკანი და 8 წლის არიელი

ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო Victoria’s Secret-ის ყველაზე ცნობილ მოდელებს შორის არიან. წლების განმავლობაში ისინი ბრენდის შოუების მუდმივი მონაწილეები იყვნენ და მის პოპულარობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

adriana lima and ambrosio victoria's secret

ლიმას ყოფილ მეუღლესთან, მარკო იარიჩთან, ორი ქალიშვილი ჰყავს: 16 წლის ვალენტინა და 13 წლის სიენა. ანდრე ლემერსთან კი ოთხი წლის ვაჟს, საიანს, ზრდის. იგი ლემერსის შვილების, მაიასა და ლუპოს, აღზრდაშიც მონაწილეობს. ალესანდრა ამბროსიოს ყოფილ საქმროსთან, ჯეიმი მაზურთან, ორი შვილი ჰყავს: 18 წლის ანია და 12 წლის ნოა.

adriana lima and ambrosio victoria's secret

Victoria’s Secret წლების განმავლობაში სილამაზის მკაცრ სტანდარტებთან ასოცირდებოდა. დღეს კი მაყურებელი პოდიუმზე სხვადასხვა ასაკის, აღნაგობისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ქალების ნახვას ელის. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოდელების მონაწილეობა, რომლებიც მშობიარობის შემდეგ კარიერას აგრძელებენ და საკუთარ გამოცდილებაზეც ღიად საუბრობენ.

Ashley Graham victorias secret

ზევით