Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
წარმოგიდგენთ TheDiary-სა და MAO.GE-ის ახალ რუბრიკას, რომელიც მოდის სამყაროში მიმდინარე აქტუალური ტრენდების, ყველასათვის სასურველი აქსესუარებისა და ტენდენციების შესახებ გიამბობთ...
მოდურ კალენდარში ჩვენი საყვარელი პერიოდი დგება და დროა winter getaway-სთვის შესაფერისი ლუქები მოვინიშნოთ. დღეს, TheDiary x Mao.ge კოლაბორაციის ფარგლებში, აქცენტს სწორედ ზამთრის არდადეგების სტილზე და მის ყველაზე აქტუალურ ტრენდებზე გავაკეთებთ.
მოდით ვაღიაროთ, ზამთრის შვებულებისას, სამთო-სათხილამურო მიმართულებისთვის მზადების ყველაზე მხიარული ნაწილი სთაილინგია. მანამ, სანამ დათოვლილი მთების პეიზაჟებით დავტკბებით, ან სულაც საყვარელი ექსტრემალური სპორტი ადრენალინის მოზღვავებას კიდევ ერთხელ განგვაცდევინებს, ჩვენი სამოგზაურო ჩანთა ერთდროულად მოდური და პრაქტიკული Ski Essentials-ებით უნდა გავავსოთ.
პირველ ყოვლისა, გასათვალისწინებელია ზამთრის მუდმივად ცვალებადი ამინდები. სათხილამურო კურორტებზე მზად უნდა ვიყოთ როგორც თოვლიანი და ქარიანი, აგრეთვე მზიანი დღეებისთვისაც, ამ შემთხვევაში კი ლეიერებად ჩაცმა ყველაზე გონივრული გამოსავალია.
მაღალყელიანი როლინგები და თბილი სვიტერები ის Must Have ნივთებია, რომელიც სამოგზაურო ჩანთაში უპირობოდ დაიკავებენ ადგილს. მათ მოჰყვება ყველაზე კომფორტული სათხილამურო კომბინეზონები, რომლებიც პრაქტიკულობასთან ერთად მოდურ იერსაც გვძენს. და ვის წარმოუდგენია Après-ski ესთეტიკური ფეხსაცმლის გარეშე? - ჩვენ ნამდვილად არა.
WINTER HOLIDAY LOOKS-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თბილი ქურთუკებია, რომელშიც 2024 წლის ზამთრის სეზონის ყველაზე აქტუალური ტრენდები გამოივეთა. ხელოვნური ბეწვის მოსაცმელები ზამთრის უდავო ფავორიტია. ისეთმა, ბრენდებმა, როგორებიცაა: Stella McCartney, MSGM, Gucci და Loewe, ზამთრის დადგომამდე რამდენიმე თვით ადრე შეგვამზადეს ფუმფულა მოდური რევოლუციისთვის, ინსტაგრამის IT გოგოებმა კი მის გარდაუვალობაში დაგვარწმუნეს. ხელოვნური ბეწვის ქურთუკები პოპულარობას როგორც სათხილამურო, ისე ზამთრის ყოველდღიურ სტილში ინარჩუნებეს, სწორედ ამიტომაც მათში თანხის ინვესტირება საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილებაა.
GET THE LOOK:
THE ATTICO - Faux fur cropped coat
GOLDBERGH - Parry ski suit
MONCLER GRENOBLE - Wool-blend top
PERFECT MOMENT - Diamond wool turtleneck sweater
BOGNER - Janita wool-blend sweater
BOGNER - Gritt suede-trimmed shearling coat
MOON BOOT - Classic Plus snow boots