MAO.GE - ორი მეგობრის იდეა, რომელიც დიდ მოდურ შთაგონებად იქცა

მოდის ტრენდებითა და ტენდენციებით, გემოვნებიანი ჩაცმულობებით, თუ უბრალოდ ესთეტიკური ფოტოებით დაინტერესებულთა სიახლეების გვერდზე, MAO.GE ერთხელ მაინც აუცილებლად მოხვდებოდა. უკვე წლებია, რაც MAO.GE მოდის მოყვარულთათვის საყვარელ street style გვერდად იქცა. ბრენდად ჩამოყალიბებული ბლოგის უკან კი მეგობრები, იზაბელა და მაკუნა დგანან, რომლებიც მოდის სიყვარულმა, ათიათასობით გამომწერთან ერთად გააერთიანა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by •მაო (@maoo.noo)

გოგონებმა ერთმანეთი სამედიცინო უნივერსიტეტში გაიცნეს. თავიდანვე დამეგობრდნენ და მალევე აღმოაჩინეს, რომ უნივერსიტეტის გარდა ბევრი საერთო ჰქონდათ, განსაკუთრებით კი -  მოდისა და styling-ის ინტერესი. 

მაკუნა: სახელზე დიდხანს არ მიფიქრია, იაპონიის სიყვარულმა მაპოვნინა და ზუსტად ვიცოდი რომ ეს MAO უნდა ყოფილიყო. MAO შავ კატას ნიშნავს, რომელიც შეუპოვრობის, მიზანდასახულობის და წარმატების სიმბოლოა. სახელმა გაამართლა და დღეს MAO.GE ერთ-ერთი წარმატებული ბლოგია, არა მხოლოდ ინსტაგრამ სივრცეში.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Bea 🦋 (@isabella.amb)

იზაბელა:  MAO.GE-ს შექმნიდან მალევე შევუერთდი. მე და მაკუნა ერთხელ ბლოგებზე ვსაუბრობდით, მაშინ ეს დიდი სიახლე იყო და სწორედ ამ დიალოგის დროს შემომთავაზა მაკუნამ, რომ MAO ერთად გვემართა. ვფიქრობ, ჩვენმა კოლაბორაციამ ძალიან გაამართლა.

გოგონები აღნიშნავენ, რომ როცა MAO.GE პირველ ნაბიჯებს დგამდა, არ ფიქრობდნენ, წლების შემდეგ ძალიან ბევრისთვის  ინსპირაციის წყარო რომ გახდებოდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

თავიდან პოსტებს ვდებდით ჩვენთვის, იმაზე რაც ჩვენ მოგვწონდა. ნელ-ნელა გამომწერები გვემატებოდნენ და ერთ მშვენიერ დღესაც მივხვდით, რომ MAO.GE უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვენი საერთო პლატფორმა. ადამიანები გვწერდნენ, თუ როგორ მოსწონდათ ჩვენი გვერდი, თუ რამდენად ეხმარებოდათ ყოველდღიურად. გვწერდნენ იმასაც, რომ სხვადასხვა ივენთისთვის ჩაცმულობას ჩვენი ბლოგის დახმარებით არჩევდნენ. ხშირად გვეკითხებოდნენ აზრს და რჩევებსაც ითვალისწინებდნენ. ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას გვაძლევდა და დღემდე ასეა. უამრავი ადამიანი გვწერს და ვცდილობთ ყველას ვუპასუხოთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

წლებთან ერთად გამოცდილებაც გვემატებოდა და იხვეწებოდა ჩვენი სტილი და ზოგადი მიდგომა სხვადასხვა საკითხის მიმართ. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

დღესდღეობით MAO.GE არის პლატფორმა ყველასთვის - ვისაც მოსწონს fashion. ვცდილობთ ჩვენს გამომწერებს გავუზიაროთ მოდის უახლესი ტრენდები, ტენდენციური ფერები, აქსესუარები და გავაცნოთ დამწყები დიზაინერები.


თუკი მოდის თაყვანისმცემელთა რიგებში ირიცხებით, მაშინ თვალი მიადევნეთ THEDIARY-ს, რადგან ამიერიდან MAO.GE-სთან ერთად ბევრ საინტერესო მოდურ ამბავს გაგიზიარებთ.

ზევით