Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
წარმოგიდგენთ TheDiary-სა და MAO.GE-ის ახალ რუბრიკას, რომელიც მოდის სამყაროში მიმდინარე აქტუალური ტრენდების, ყველასათვის სასურველი აქსესუარებისა და ტენდენციების შესახებ გიამბობთ...
2023 წელს მოდის სამყაროს ყველაზე დიდი მოვლენა უდავოდ Quiet luxury - ეგრეთ წოდებული „მშვიდი ფუფუნების“ დამკვიდრება გახლავთ. Quiet luxury - ეს არის მინიმალიზმის თანამედროვე გაგება, ნასესხები სიმდიდრის სტილისგან, რომელიც მარადიული კლასიკურობით და ელეგანტურობით განისაზღვრება.
„მშვიდ ფუფუნებას“ ხშირად თანამედროვე ტრენდადაც მოიხსენიებენ, თუმცა ჩვენი აზრით, ის უფრო მეტია, ვიდრე მოდაში დროებით შემოჭრილი მორიგი ტენდენცია. Quiet luxury არის ცხოვრების წესი, რომელიც „იყიდე ნაკლები, იყიდე უკეთესი“ პრინციპით ხელმძღვანელობს. მას აქვს რეალური პოტენციალი, რომ სწრაფი მოდის მიმდევრები, მდგრადი მოდის ფილოსოფიის მიმდევრებად აქციოს.
როდესაც Quiet luxury-ზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ინვესტიციას და მაღალ ხარისხს, რომელიც შექმნილია ათწლეულების განმავლობაში ტარებისთვის. სწორედ ამიტომ, მშვიდი ფუფუნების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა Hermès-ის ბირკინის ჩანთა, რომელიც „მემკვიდრეობით“ მშობლიდან შვილს გადაეცემა.
დღეს, TheDiary x Mao.ge რუბრიკის ფარგლებში, იმ Must Have პროდუქტზე გვსურს ყურადღების გამახვილება, რომელიც ჩვენი აზრით Quiet luxury ფილოსოფიას ასხივებს და ბირკინის ჩანთისგან განსხვავებით ხელმისაწვდომია.
კლასიკური ლოფერი ერთ-ერთი უნივერსალური ნივთია ქალის გარდერობში. Quiet luxury-ს Must Have პროდუქტი იდეალურია ყველა სიტუაციაში და უხდება თითქმის ყველაფერს, რაც მასში ჩადებულ ინვესტიციას გონივრულ გადაწყვეტილებად აქცევს.
GET THE LOOK:
THE ROW - Loafers aus Glanzleder in Knitteroptik
Saint Laurent - Loafer mit Logo-Schild
LISA YANG - Kaschmirpullover mit Rundhalsausschnitt Sony
TOTEME - Wool and cashmere turtleneck sweater
Polo Ralph - Lauren Pleated Straight-Leg Trouser
Nina Midas Bag
THE ROW - Margaux 17 Tote aus Leder mit Schnallen