Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
წარმოგიდგენთ TheDiary-სა და MAO.GE-ის ახალ რუბრიკას, რომელიც მოდის სამყაროში მიმდინარე აქტუალური ტრენდების, ყველასათვის სასურველი აქსესუარებისა და ტენდენციების შესახებ გიამბობთ...
ახალი წლის დადგომამდე უკუთვლა უკვე დაიწყო. მოდის სამყაროში საახალწლო სეზონს გლამურის სინონიმად მიიჩნევენ. ალბათ, სწორედ ამიტომ გვიყვარს ეს პერიოდი ასე გამორჩეულად. THEDIARY X MAO.GE კოლაბორაციის ფარგლებში, დღეს გადავწყვიტეთ ელეგანტურობისა და დახვეწილობის "მოდური სპექტაკლის" მაგიაზე ვისაუბროთ, რომელიც ახალი წლის ღამეს ახლავს თან. ამიტომ, ინსპირაციად რამდენიმე საინტერესო სილუეტსაც გაგიზიარებთ.
31 დეკემბრის ღამისთვის მზადებას რამდენიმე დღით, ან სულაც კვირით ადრე ვიწყებთ. ჩვენ ხომ ღრმად გვაქვს გამჯდარი ცნობიერებაში რომ, როგორც ახალ წელს შევხვდებით, ისე გავატარებთ მომდევნო 366 დღეს (და დიახ, წინ ნაკიანი წელიწადი გველოდება).
სადღესასწაულო კაბები, fancy ქლაჩები და მოდური ფეხსცმელები ის დეტალებია, რომლებიც ტრადიციულად წლის მიწურულს ახლავს თან და we're just living in it.
ამ დროს ხომ ინტერიერის დეტალებიც იხვეწება, ირთვება ლოკაციები, საახალწლო განათებებსაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს, ამიტომ, საკუთარი თავის "მორთვაზეც" ვიწყებთ ზრუნვას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ ის ინდივიდუალური სტილის შტრიხები, რომლებიც ყველგან გამოგვარჩევს. მოხდენილი საახალწლო სილუეტის არჩევა თქვენს გემოვნებასა და იმ პიროვნულ დეტალებზეა დამოკიდებული, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ. მართალია, წელიწადის ყველაზე ჯადოსნური ღამის მთავარ სიმბოლოდ ბზინვარება ითვლება, მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია მარადიული კლასიკის გავლენაც.
GET THE LOOK:
THE ATTICO - Rue sequinned minidress
SELF-PORTRAIT - Sequined flared maxi skirt
ROTATE BIRGER CHRISTENSEN - Sequined minidress
DAVID KOMA - Sequined gown
MACH & MACH - Triple Heart embellished PVC pumps
SAINT LAURENT - Long-sleeved draped minidress
GIVENCHY - Long-sleeved sequined gown