#ცხოვრების სტილი

რა უნდა იყოს თქვენს ზაფხულის ჩანთაში აუცილებლად

გაზიარება:

ზაფხულის ჩანთა სეზონის ყოველდღიურობას უნდა პასუხობდეს: მზეს, ქალაქის ქუჩებში სეირნობას და მოულოდნელ გეგმებს. კამერა, სუნამო, დიდი სათვალე, ქუდი და თერმული სპრეი ის ნივთებია, რომლებიც ცხელ სეზონზე თქვენს ჩანთაში აუცილებლად უნდა იყოს.

კამერა WESNAP

ტელეფონით გადაღებული ფოტოები კარგია, მაგრამ კამერას სულ სხვა ხიბლი აქვს. Wesnap-ი ნებისმიერ ჩანთაში ჩაეტევა და ზაფხულის კადრებს იმ თბილ, ვინტაჟურ ეფექტს მისცემს, რასაც ვერცერთი მობილური აპლიკაცია ვერ იმეორებს.

Wesnap, კამერა, ფირის კამერა

WESNAP-ის შეძენა TheDiary Concept House-ში შეგიძლიათ, მიხეილ ზანდუკელის 15-ში. 

სუნამო

ცხელ დღეებში სურნელის განახლება ყოველთვის გვჭირდება. ესპანური ბრენდის, Equivalenza-ს პატარა ფლაკონები იდეალურია ჩანთით სატარებლად. სჯობს ზაფხულისთვის მსუბუქი, ციტრუსოვანი ან გრილი, ყვავილოვანი ნოტები შეარჩიოთ, რომლებიც სიცხეში არ შეგაწუხებთ.

სუნამო, ეკვივალენცა, equivalenza, perfume

სუნამო

SOLEIL EXOTIQUE

See More

დიდი ზომის სათვალე

კარგი სათვალე ზაფხულში ორმაგ საქმეს აკეთებს, მცხუნვარე მზისგან თვალებსაც იცავს და ყველაზე მარტივ ლუქსაც კი მომენტალურად აქცევს განსაკუთრებულად. ამ სეზონზე ტრენდულია დიდი ზომის სათვალეები, ცნობილი Celine-სა და მისი ინსპირაციით შექმნილი მოდელები.

ბელა ჰადიდი, ივ სენ ლორანი, Bella Hadid, Saint Laurent ss26, big sunglasses

მზის სათვალე, ტრენდი, დიდი ზომის სათვალე, Celine Sunglasses inspiration

სათვალე 

ყიდვა

პანამა

1990-იანების თავსაბურავები, ვინტაჟური კეპები ან ჩალის ქუდები 2026 წლის ზაფხულის ტრენდული აქსესუარებია. ქუდი მარტო მზისგან არ გვიცავს, არამედ ლუქის ნაწილია და სხვადასხვა მომენტისთვის შესაფერისს ხდის, იქნება ეს პიკნიკი, უბრალოდ გასეირნება თუ საქმიანი დღე.

თამუსი ერქვანია, ლუკა მიქაძე, Luka Mikadze, georgian designer, summer hat, Panama

ქართელი დიზაინერის, ლუკა მიქაძის ქუდის "In Georgia King is a feminine noun" შეძენა შეგიძლიათTheDiary Concept House-ში, მიხეილ ზანდუკელის 15-ში. 

თერმული სპრეი 

ზაფხულის სიცხესა და ტენიანობაში ჩვენს კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამიტომაც გირჩევთ, რომ ჩანთაში თერმული სპრეიც იქონიოთ. ბუნებრივი ანტიოქსიდანტური წყალი მომენტალურად ამშვიდებს, ატენიანებს და იცავს მგრძნობიარე კანს, თანაც მყისიერად აქრობს მზისგან გამოწვეულ სიწითლესა და წვის შეგრძნებას. თერმული სპრეის ჩანთით ტარება საუკეთესო გზაა კანის გამოსაცოცხლებლად, მზის მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად და მაკიაჟის შესანარჩუნებლად. 

თერმული წყალ-სპრეი, თერმული სპრეი, La Roche-Posay

თერმული წყალი

ყიდვა

ზევით