უმეტესობა ჩვენგანს არა ერთხელ უნახავს Victoria’s Secret-ის ცნობილი შოუები, რომლებიც წლების მანძილზე, მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და დაუვიწყარ ღონისძიებად გვევლინებოდა. 2018 წელს VS-მა ლეგენდარული შოუების სერიის დასრულება რამდენიმე მიზეზით გადაწყვიტა. მათ შორის ერთ-ერთი პროექის ინკლუზიურობა გახლდათ.
წელს Victoria’s Secret განახლებული პოლიტიკით გვიბრუნდება და პოდიუმზეც მოდელების ფართო სპექტრს ვიხილავთ. მათ რიგებს კი ქართველი მოდელი პირველად დაამშვენებს. მატილდა გვარლიანს მილანისა და პარიზის მოდის კვირეულების შემდეგ ამერიკული ბრენდის პოდიუმზე ვიხილავთ. მანამდე კი შეგვიძლია დრო უკან გადავახვიოთ და ყველასათვის ცნობილი “ანგელოზების” გასაოცარი მომენტები გავიხსენოთ.
ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილი სუპერმოდელი, 2000 წელს ისტორიაში შევიდა, როცა Victoria’s Secret-ის შოუზე „Red Hot Fantasy Bra“-თი გამოჩნდა. 15 მილიონად შეფასებული ბიუსტჰალტერი, რომელიც ბრილიანტისა და ლალის თვლებით იყო გაწყობილი, ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ქალის თეთრეულად იქცა. “Red Hot Fantasy Bra” შოუს მთავარ ელემენტად იქცა, ჟიზელის გამოსვლა კი მაყურებლებისთვის განსაკუთრებულ მოგონებად დარჩა.
ჰაიდი კლუმი ერთ-ერთია იმ მოდელთაგან, რომლებიც ყველაზე დიდხანს ატარებდნენ “ანგელოზის” სტატუსს. გერმანელ-ამერიკელი სუპერმოდელი 2009 წელს პოდიუმზე მშობიარობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოჩნდა. მომხიბლავი იასამნისფერი კორსეტითა და შემოდგომის ფოთლებით დამშვენებულმა მოდელმა დაამტკიცა, რომ მოდელობა და დედობა ერთმანეთს არაფერში უშლიან ხელს.
2013 წელს სამხრეთ აფრიკელი ლამაზმანი ქენდის სვეინპოლი შოუს ვარსკვლავი გახდა, როდესაც პოდიუმზე 10 მილიონიანი Royal Fantasy Bra-თი წარსდგა. ლუქი განსაკუთრებული არა მხოლოდ ძვირადღირებული ბიუსტჰალტერით, არამედ სვაროვსკის თვლებით მოჭედილი ფრთებით გახდა. თვალისმომჭრელი თეთრეულის, სვაროვსკის ბრილიანტებისა და ქენდისის უნიკალური სილამაზის კომბინაციამ ის ათწლეულის ერთ-ერთ გამორჩეულ “ანგელოზად” დაამკვიდრა.
მირანდა კერის კარიერაში გარდამტეხ მომენტად იქცა 2006 წელს Victoria’s Secret-ის “ანგელოზად” დებიუტი. ბუმბულებითა და მძივებით გაწყობილმა თეთრეულმა მისი კაშკაშა სახე კიდევ უფრო გააბრწყინა. შოუს შემდეგ ავსტრალიელი მოდელი მალევე იქცა მაყურებლების ფავორიტად.
ადრიანა ლიმა თამამად შეგვიძლია ყველასთვის საყვარელ “ანგელოზად” მივიჩნიოთ. ბრაზილიელი სუპერმოდელი 2018 წელს ბრენდთან თითქმის ორ ათწლეულიანი თანამშრომლობის შემდეგ მაყურებელს ემოციურად დაემშვიდობა და კიდევ ერთი დაუვიწყარი მომენტი დაგვიტოვა. Victoria's Secret-ის პოდიუმზე უკანასკნელი გამოსვლისას მას მბრწყინავი ვერცხლისფერი თეთრეული და უზარმაზარი ბუმბულებიანი ფრთები ამშვენებდა.
ტეილორ სვიფტი რამდენჯერმე გამოვიდა Victoria's Secret-ის ჩვენებაზე, თუმცა მისი 2014 წლის გამოჩენა ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. ამერიკელი მომღერალი პოდიუმზე ატლასის ვარდისფერი მოსასხამითა ბუმბულებით გაფორმებული ფეხსაცმლით გამოვიდა. სამოსი “ანგელოზების” გვერდით მდგომ ტეილორს ერთ-ერთ მათგანად აქცევდა. მისი მოდელებთან ინტერაქცია მუსიკალურ გამოსვლას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა.
თანამედროვე ფეხბურთელები სტილის ახალ არქეტიპებს ქმნიან: დევიდ ბექჰემი, ექტორ ბელერინი, კრიშტიანუ რონალდუ, პოლ პოგბა და სხვა სპორტსმენები style icon-ებად იქცნენ. ზოგიერთი მათგანი კი — როგორც ხვიჩა კვარაცხელია — საკუთარ პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ ქუჩაში ან სოციალურ მედიაში ისევე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, როგორც მოედანზე.
Weekend Max Mara-ს საზაფხულო კოლექცია, სახელწოდებით A Weekend with Ashley Park, ჰაეროვან, კომფორტულ და ელეგანტურ სამოსს გთავაზობთ, რომელიც იდეალურია როგორც ქალაქის ცხელ ქუჩებში, ისე ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე სასეირნოდ.
აბაზანის დიზაინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ კომფორტისა და ფუნქციურობის თვალსაზრისითაც. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ აბაზანის დიზაინის საინტერესო იდეებს.