#მოდა

პარიზის კვირეულმა სექტემბრის მოდის დღესასწაული დააგვირგვინა

გაზიარება:

პარიზში მოდის კვირეულზე, 23 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით ცნობილმა მოდის სახლებმა 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები წარადგინეს. კვირეულმა ახლებურად განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს ქალური სილამაზე, თანამედროვეობა, სიმამაცე და მოდა. წელს, პარიზულ კვირეულს 50 წლის იუბილე აქვს და ისეთ ფორმაშია, როგორც არასდროს. პოდიუმი მოდის ცნობილ სახლებს დაეთმო, თუმცა 40-ამდე ახალი დიზაინერის ნამუშევრებიც ვიხილეთ, მათ შორის ქართველის, ირაკლი რუსაძის, რომელმაც საკუთარი ბრენდის Situationist მორიგი პრეზენტაცია გამართა.

CHANEL

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, ვიტორია ჩერეტი, შანელი, Vittoria Ceretti, Chanel,
ფოტო: Impression

შანელის სახლმა 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებით პარიზის Grand Palais 4 წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ გახსნა. კოლექცია სიმსუბუქით იყო შთაგონებული, ამიტომაც ბუმბულები და ფარფატა მოსასხამები შოუს წამყვანი ხაზი გახდა. ჩვენება ვიტორია ჩერეტიმ შავი ნაქსოვი პიჯაკისა და ქვედაბოლოს ორეულით გახსნა.

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, შანელი, Chanel
ფოტო: Vogue

Chanel-ის ვარდისფერი ორეული ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმა მოირგო.

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, Mathilda gvarliani, მატილდა გვარლიანი
ფოტო: Impression

ბრენდის კრეატიულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ კოლექცია იმ ქალებს ეძღვნება, რომლებმაც საზოგადოების განსჯით სავსე მზერისგან გათავისუფლება შეძლეს, ზუსტად ისე, როგორც კოკო შანელმა მოახერხა ეს.

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, შანელი, Chanel
ფოტო: Impression

MIU MIU

მიუჩია პრადას ჩვენებას თაობა Z-ს ცნობილი ადამიანები წინა რიგებიდან ადევნებდნენ თვალს. მათ შორის იყვნენ ნარა სმიტი, ედისონ რეი თუ ალიქს ერლი.

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, Miu Miu, მიუ მიუ, ალიქს ერლი, ედისონ დეი

ვიხილეთ ქვედაბოლოები, სპორტული ქურთუკები, რამდენიმე ფენა მეტალის ქამრები და საცურაო კოსტიუმები, რომლებსაც დიზაინერმა მაისურის როლი მიანიჭა.

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, Miu Miu, მიუ მიუ

პოდიუმზე კოლექციის გამორჩეული ლუქები ჰილარი სუონკიმ, უილემ დეფომ, ალექსა ჩანგმა და კარა დელევინმა წარადგინეს.

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, Miu Miu, მიუ მიუ, უილემ დეფო, Willem Dafoe

კოლექციის მზადებისას კრეატიული გუნდი მოდასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს შორის კავშირებს ეძებდა. თეთრი, ბამბის უბრალო კაბა ახალგაზრდობის სიმბოლოს განასახიერებდა.

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, Miu Miu, მიუ მიუ
ფოტო: Impression

მიუჩია პრადამ ფრანგულ ბავშვთა ბრენდთან, Petit Bateau-სთან კოლაბორაციით, ბავშვების სამოსით შთაგონებული დიზაინები პოდიუმზე სიმარტივისა და უბრალოების სიმბოლოდ გამოიყენა.

PIERRE CARDIN

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, Pierre Cardin, პიერ კარდენი

პიერ კარდენი კი, პირიქით უბრალოებასა თუ სისადავეს დაუპირისპირდა. პარიზის პოდიუმი თვალშისაცემმა და ცოცხალმა ფერებმა დაიპყრო. "მომავლის ხედვა" - ასე ერქვა ფრანგული მოდის სახლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას. პოდიუმზე 50-ზე მეტი ლუქი ვიხილეთ, რომლებიც ბრენდის ავანგარდულ სულს განასახიერებდნენ. მოდელები სამგანზომილებიანი სილუეტებითა და ფუტურისტული დიზაინებით გამოჩნდნენ.

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, Pierre Cardin, პიერ კარდენი

BALENCIAGA 

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, ბალენსიაგა, დემნა გვასალია, Balenciaga, Demna Gvasalia

დემნა გვასალიამ აღნიშნა, რომ ახსოვს, თუ როგორ ხატავდა მუყაოზე სამოსის ესკიზებს და "მოდის ჩვენებებს" ბებიას სამზარეულო მაგიდაზე მართავდა. "ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ, ეს შოუ ხელახლა მაკავშირებს ჩემი, როგორც დიზაინერის, ხედვის საწყისებთან".

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, ბალენსიაგა, დემნა გვასალია, Balenciaga, Demna Gvasalia

დემნას კოლექცია, როგორც ყოველთვის, ყველაფრისგან განსხვავებული იყო მოცულობითი ჟაკეტებითა და ქურთუკებით, მკვეთრი სილუეტებითა და თამამი ექსპერიმენტებით. დემნასთვის ხომ მოდა რისკისთვის განკუთვნილი ადგილია, სადაც ყველაფერი უნდა მოსინჯო, ყველა ფორმასა და ფერს სხვანაირი ხედვით მიუდგე და სიახლე შექმნა. სწორედ ამ ფილოსოფიის განსახიერება იყო პარიზის კვირეულზე წარდგენილი კოლექციაც.

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, ბალენსიაგა, დემნა გვასალია, Balenciaga, Demna Gvasalia, Romeo beckham, რომეო ბექჰემი
რომეო ბექჰემი ბალენსიაგას სამოსით

SITUATIONIST 

დემნას გზას აგრძელებს ქართველი დიზაინერი ირაკლი რუსაძე, რომელმაც ბრენდი Situationist-ი 2017 წელს დააფუძნა. ირაკლი მოდის სამყაროში 2016 წლიდან მოღვაწეობს. ბრენდის სახელი ფრანგული, ამავე სახელწოდების 60-იანი წლების მოძრაობიდან იღებს სათავეს. ირაკლის ბრენდის ნიშა კი, მასობრივი პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლაა. ყველაფერი ატელიეშია შექმნილი და უნიკალურია, თითოეულ სამოსს თან მკერავის ხელმოწერა ახლავს. ბრენდის პრეზენტაციაში მონაწილეობა ქართველ მოდელებთან ერთად, მსახიობმა ია სუხიტაშვილმაც მიიღო.

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, ია სუხიტაშვილი, ირაკლი რუსაძე, situationist
ია სუხიტაშვილი 2025 გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში
Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, მარიშა ურუშაძე, ირაკლი რუსაძე, situationist
მარიშა ურუშაძე 2025 გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში
Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, სერჟ რიგვავა, ირაკლი რუსაძე, situationist
სერჟ რიგვავა 2025 გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში
Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, მარიშა ურუშაძე, ირაკლი რუსაძე, situationist
მარიშა ურუშაძე 2025 გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში

LOUIS VUITTON

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, ლუი ვიტონი, louis vuitton

Nicolas Ghesquière-მა ლუი ვიტონის 2025 წლის კოლექციაში საკულტო ჩანთების, მათ შორის Petite Malle-ის სხვადასხვა ვერსიები ათასზე მეტი სკივრისგან შექმნილ პოდიუმზე გააცოცხლა.

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, Louis Vuitton, petite Malle, ლუი ვიტონი

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, Louis Vuitton, petite Malle, ლუი ვიტონი

დიზაინერმა მსუბუქ და ჰაეროვან სილუეტებს მიანიჭა უპირატესობა. რამდენიმე სამოსში რენესანსით შთაგონებული დიზაინერის ხელწერაც ჩანდა. კოლექციაში ფაფუკი სახელოებით და ფუტურისტული შტრიხებით შეკერილი დიზაინები ჭარბობდა.

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, Louis Vuitton, ლუი ვიტონი

Paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული, Louis Vuitton, ლუი ვიტონი

ზევით