#მოდა

HIGHLIGHTS - მილანის მოდის კვირეული

გაზიარება:

მილანის მოდის კვირეულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოდის ჭეშმარიტი დედაქალაქია და დამსახურებულად იკავებს ტოპ ხუთეულში ადგილს. დიზაინერებმა კვირეულზე 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები წარმოადგინეს, სადაც თანამედროვე დიზაინებისა და მოდის სახლების მემკვიდრეობის თამამი ექსპერიმენტები ვიხილეთ. Prada-მ საკულტო, კლასიკური სტილის სიურრეალისტური გარდასახვა წარმოგვიდგინა. Fendi-იმ კი წელს ბრენდის 100 წელი იზეიმა და კოლექციაც ამ ხასიათს ატარებდა: გასული საუკუნის 20-იანი წლებით შთაგონებული სამოსი თანამედროვე და ამავდროულად ელეგანტური შტრიხებით. დიზაინერები მილანის მოდის კვირეულზე საკმაოდ თამამი იყვნენ, მათ ითამაშეს კონტრასტებით - მდიდრული ქსოვილები ქუჩის სამოსის სტილს მოარგეს, უხეში სილუეტები, დეკონსტრუქცია კი და ტრადიციულ ელეგანტურობას შეუხამეს.

Gucci

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, Gucci, გუჩი,

პარასკევს, საბატო დე სარნომ მომავალი წლის თბილი დღეებისთვის იდეალური კოლექცია წარადგინა. შოუს წინა რიგებიდან დაკოტა ჯონსონი, კირსტენ დანსტი და სხვა A-lister-ები აკვირდებოდნენ.

Gucci Spring Summer 2025, milan fashion week

Gucci Spring Summer 2025, milan fashion week

ყველაზე მეტი აქცენტი გუჩის ტყავის ჩანთებზე იყო გაკეთებული. პოდიუმზე ვიხილეთ ლეგენდარული კოლექციის, Gucci Bamboo 1947-ის ოდნავ შეცვლილი და გათანამედროვებული მოდელები.

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, Gucci, გუჩი,

Moschino

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, moschino, მოსკინო

მილანში, რა თქმა უნდა, Moschino-ს სახლის დიზაინერის, ადრიან აპიოლაზას კოლექციაც ვიხილეთ. "საერთო იდენტობები, რომლებიც სამოსის საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს" - ასეთია დიზაინერის მიერ კოლექციის აღწერა. კოლექცია კულტურებსა და სუბკულტურებს ეხმაურება, სადაც ჩაცმის სტილი ნათესაობის, ერთიანობის, მონათესავე სულების სიმბოლოა. ინდივიდუალიზმს, მოსკინოს კოლექტივიზმი უპირისპირდება. დიზაინერის თქმით, მოდას ამ კოლექციაში საერთო მენტალობა აქვს და სიმრავლეს სიძლიერის მნიშვნელობას ანიჭებს.

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, moschino, მოსკინო
წყარო: Launchmetrics

MM6 Maison Margiela

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, მარჯიელა, Maison Margiela
წყარო: HIROKAZU OHARA

მეზონ მარჯიელას კოლექცია ზაფხულის მცხუნვარე მზის ამინდის შესაბამისია. სამოსისთვის შერჩეული ნაჭრების სიმსუბუქე ზაფხულის დღეებისთვის ზედგამოჭრილია. კოლექციაში ვიხილეთ ე.წ. დახეული ჯინსები, ჯაჭვის სამკაული, მოკლე კაბები, მსხვილი ქამრები და დიდი ზომის ქურთუკების სხვადასხვა ვარიაცია.

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, მარჯიელა, Maison Margiela
წყარო: HIROKAZU OHARA

Prada

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, Prada, პრადა

Miuccia Prada-სა და Raf Simons-ის შექმნილი 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია ადამიანის არაპროგნოზირებად და ინდივიდუალიზმის მოყვარულ ბუნებაზეა. ჯერ არ დამდგარი კოსმოსური ხანის სათვალეები, განსხვავებული სილუეტები, მოკლე მაისურები, კოვბოის ჩექმები, სპორტული ტანსაცმელი და ბევრი ტყავი - კლასიკასთან შერწყმული სიურრეალიზმი, სწორედ ეს იზილა მილანის მოდის კვირეულზე დამსწრე საზოგადოებამ.

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, Prada, პრადა
წყარო: Luca Bruno/AP

ყველაფერი ერთდროულად უცნაური და არაჩვეულებრივი იყო. დიზაინერების თქმით, კოლექცია იმ ადამიანებზეა, რომლებიც საზოგადოების მიერ შექმნილ ჩაცმის წესებსა და კანონებზე იმარჯვებენ და თავიანთი ცხოვრების მმართველები, სუპერგმირები ხდებიან.

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, Prada, პრადა

"ჩვენ უსაზღვრო ინფორმაციის ერაში ვცხოვრობთ. ინტერნეტი ალგორითმების, ლოგიკისა და ინსტრუქციების სამყაროა, რომელშიც ყველაფერი დეტერმინირებულია. კაცობრიობა კი, ყველაფერი მსგავსის საპირისპიროა, ადამიანი არაპროგნოზირებადი, დეტერმინიზმზე ამხედრებული არსებაა. კოლექციაში კი ამ ორი განსხვავებული, დაპირისპირებული სამყაროს ჯახია წარმოდგენილი" - ვკითხულობთ შოუს შესახებ დიზაინერის ჩანაწერებში.

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, Prada, პრადა

Versace

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, ვერსაჩე, Versace
წყარო: Getty Images

"როცა ასეთი სიბნელეა გამეფებული სამყაროში, ამ კოლექციით მინდოდა სინათლის, ფერის, ოპტიმიზმისა და სიხარულის შემოტანა. ეს ყველაფერი ჩვენ ასე ძალიან ჯერ არასდროს დაგვჭირვებია" - დონატელა ვერსაჩეს ეს სიტყვები აქვს წანამძღვრად ვერსაჩეს კოლექციას, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე ვიხილეთ.

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, ვერსაჩე, Versace
წყარი: Versace

მართლაც, კოლექცია ფერადი, საინტერესო პატერნებითა და სილუეტებით გამოირჩეოდა. წამყვანი ხაზი აბრეშუმის კაბები და ქვედაბოლოები იყო. ვიხილეთ დისკო კორსეტები და კაბები, ტყავის შორტები, შარვლები და პიჯაკები.

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, ვერსაჩე, Versace
წყარი: Versace

Fendi

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, Fendi, ფენდი

Fendi-ს სახლში 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ იუბილეს შესახსენებლად დიზაინერმა, კიმ ჯონსმა 2025 წლის სეზონური კოლექცია 1920-იან წლებს მიუძღვნა. შოუს ფონად საუნდტრეკში ჩაქსოვილი Silvia Venturini Fendi-სა და დედამისის საუბრები გასდევდა.

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring/summer, Fendi, ფენდი

დიზაინერმა ოციანი წლების მოდისთვის დამახასიათებელი სილუეტები და სტილი თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოიყვანა. ვიხილეთ გამოყვანილი ქვედაბოლოები, გამჭვირვალე ნაჭრები ნაქსოვი ელემენტებით. ეს კოლექცია Fendi Woman-ს მიეძღვნა, ყველა იმ ქალს, რომელსაც ფენდი ამ 100 წლის მანძილზე უტარებია.

Marni

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring, მარნი, Marni

ფრანჩესკო რისომ კვირეულზე მოდის ჩვენებაზე მეტი, ხელოვნების ნიმუში და სპექტაკლი წარმოგვიდგინა. ერთნაირი მაკიაჟითა და გამორჩეული წარბებით მოდელები სიზმრისეული ქალაქის მაცხოვრებლებს ჰგავდნენ. კოლექციას დიზაინერმა "Essential Beauty Routine" უწოდა. პოდიუმზე მოდელები კვადრატულ-ყელიანი კაბებით, ბუმბულებიანი ქვედაბოლოებით, დახვეწილი ქუდებითა და დაპრინტული პიჯაკებითა გამოჩნდნენ.

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring, მარნი, Marni

Max Mara

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring, Max Mara, მაქს მარა

მაქს მარას კოლექცია ჰიპატია ალექსანდრიელის შთაგონებით შეიქმნა. ჰიპატია ქალის სიძლიერისა და ინტელექტის მაგალითია. ბერძენი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი და მასწავლებელი დიზაინერების ინსპირაციის წყარო 21-ე საუკუნეში გახდა.

მილანის მოდის კვირეული, 2025 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექცია, Milan Fashion Week, SS25 spring, Max Mara, მაქს მარა

კოლექციაში გეომეტრია, სიმეტრია და სიზუსტე ნაზ, სადა ფერებშია გადახლართული. სამოსი დახვეწილ და კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, ფეხსაცმელები კი, ძველ საბერძნეთში, ჰიპატიას ეპოქაში მოგზაურობას მოგვანდომებს.

ზევით