ნასტასია ლეგრან ბაბლუანი თავისი გამორჩეული გარეგნობითა და ქარიზმით საერთაშორისო მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. სწორედ ამიტომ, ნახევრად ქართველი და ნახევრად ფრანგი მოდელი 2026 წლის გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე 12 წამყვანი მოდის სახლის პოდიუმზე ვიხილეთ.
Khaite
ნასტასიამ სეზონი ნიუ-იორკში გახსნა, სადაც Khaite-ის მინიმალისტური სტილი მოირგო. მოგვიანებით ის Ralph Lauren-ის კლასიკურ კოლექციაში გამოჩნდა და დიზაინერის ხედვა ბუნებრივი ელეგანტურობით გადმოსცა.
მილანის კვირეულზე ბაბლუანი ვიხილეთ Moschino-ს შოუზე, Fendi-ს თანამედროვე დიზაინსა და The Attico-ს თამამ ესთეტიკაში. მან ასევე მოირგო Bottega Veneta-ს სახლის ახალი კრეატიული დირექტორის, ლუიზ ტროტერის სადებიუტო კოლექცია და Max Mara-ს ლუქი.
ნასტასიამ სეზონი პარიზში დაასრულა, სადაც იგი Courrèges-ის, Isabel Marant-ისა და Alaïa-ს პოდიუმებზე გამოჩნდა. მან ასევე წარადგინა მეთიუ ბლეიზის ახალი Chanel და Chloé-ს საგაზაფხულო კოლექცია. სწორედ ამ გამოსვლებმა ცხადყო, რომ ნასტასია მოდის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახეა. ის მიჰყვება მატილდა გვარლიანის მსგავს გზას, რომლის ხილვაც წამყვანი ბრენდების კამპანიებსა და პოდიუმებზე სიახლე აღარ არის.
Chanel
ნასტასია, მატილდასთან და დემნასთან ერთად, გვაჩვენებს, რომ ქართული მოდის სახეები გლობალურ ინდუსტრიაში საკუთარ ადგილს თავდაჯერებულად იკავებენ.
Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.
Balenciaga-ს მაღალი მოდის კოლექციის ჩვენება პარიზში, Cité internationale universitaire-ის ბაღებში გაიმართა და თითქოს პასუხია კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს Balenciaga დემნას შემდეგ. პიჩოლის პასუხი რომანტიკულია, მაგრამ არა სენტიმენტალური.
ზენდაია „ოდისეას“ პარიზის პრემიერაზე Givenchy Haute Couture-ის 1997 წლის ლუქით გამოჩნდა, რომელიც Alexander McQueen-ის პირველი კოლექციიდანაა Givenchy-ისთვის.