რატომ დგას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული სკანდალის წინაშე
გეოპოლიტიკური კონფლიქტები, ძვირი ბილეთები, ექსტრემალური სიცხე და ებოლას საფრთხე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიული სკანდალის წინაშე აყენებს.
2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის სეზონი მატილდა გვარლიანის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდი იყო. მატილდამ ყველაზე პრესტიჟული ბრენდების უახლესი კოლექციები მოირგო და კრეატიული დირექტორების ხედვა საერთაშორისო მოდის საზოგადოების წინაშე წარადგინა. ლონდონის, მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებზე ის ჯამში თხუთმეტი მოდის სახლის პოდიუმზე გამოჩნდა.
მატილდა ვიხილეთ ლონდონში, H&M-ის შოუზე, შემდეგ კი მან მილანის მოდის კვირეულზე გადაინაცვლა, სადაც ისეთ ბრენდებთან ერთად წარსდგა, როგორებიცაა Alberta Ferretti, Dolce & Gabbana, Fendi, Missoni, Moschino და The Attico. გარდა ამისა, მატილდა ვიხილეთ Gucci-ს ახალი ლუქბუქის კამპანიაშიც.
![]() |
![]() |
იტალიური ბრენდის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ კოლექციის პრეზენტაციისთვის არატრადიციულ გზას მიმართა – Gucci-ს ოფიციალურ Instagram-ზე გამოაქვეყნა იტალიური ოჯახის არქეტიპების ინსპირაციით შექმნილი პერსონაჟები, რომლებიც ახალ კოლექციაში იყვნენ გამოწყობილნი. მატილდამ ამ კამპანიიდან ტყავის ლუქი მოირგო და ამავე სამოსით დაესწრო კამპანიის ფარგლებში გადაღებული ფილმის TIGER პრემიერასაც.

შემდე კი, პარიზის ჯერიც დადგა და მატილდამ სეზონის ყველაზე საინტერესო კოლექციები წარადგინა. უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო Isabel Marant-ის შოუს გახსნა. პარიზის კვირეულის განმავლობაში მატილდა გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა Coperni, Hermès, Louis Vuitton, Alexander McQueen, Rabanne და Stella McCartney.
![]() |
![]() |
მატილდას წარმატება შემთხვევით არ არის, მას გამორჩეული უნარი აქვს, მოირგოს სრულიად განსხვავებული ესთეტიკები და ზუსტად გადმოსცეს თითოეული კრეატიული დირექტორის ხედვა. ამ სეზონმაც ცხადყო, რომ მას თანაბარი თავდაჯერებულობით შეუძლია წარმოადგინოს Coperni-ს ფუტურისტული მინიმალიზმი, McQueen-ის დრამატიზმი თუ H&M-ის თანამედროვე სიმარტივე.