P’AUZA – თბილისის საუკეთესო აუზი ღია ცის ქვეშ
აღმოაჩინეთ P’auza Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში – ღია აუზი, სპა, საუნა, ჯაკუზი, საუზმე, შამპანური და DJ სეტები ზაფხულის ცხელ დღეებში.
Ooooooohhh, I am so ready for this.
წინ გრძელი დღეები და უფრო მოკლე ღამეები გველოდება. წელიწადის ის დრო გვიახლოვდება, როდესაც მზე ზენიტში დიდ ხანს რჩება და ჩვენს კანსაც სასურველ, ოქროსფერ რუჯს ანიჭებს. დიახ, ზუსტად 2 კვირაში ზაფხულია და წინ ძალიან ცხელი 3 თვე გველოდება. მზად ვართ რომ? ჩვენ სათვალეების ტრენდებზე უკვე გესაუბრეთ, ახლა კი საცურაო კოსტიუმების დრო დადგა.
The Diary-ს გოგოებმა თქვენთვის საცურაო კოსტიუმების ტრენდები დეტალურად შეისწავლეს და ალტერნატივები ადგილობრივ ბაზარსა და ონლაინ მაღაზიებშიც მოიძიეს, ასე რომ მოამზადეთ თქვენი VISA ბარათი და სასიამოვნო შოპინგისთვის გაემზადეთ.
იშოპინგეთ The Diary-სთან ერთად:
1/5 ნეონი ამ სეზონის must have ტრენდია და ბევრი ბრენდი საკმაოდ საინტერესო არჩევანს გვთავაზობს საცურაო კოსტიუმების კუთხით.
2/5 შავი ფერის მთლიანი საცურაო კოსტიუმი კლასიკაა, ასე რომ ის თქვენს საზაფხულო გარდერობში აუცილებლად უნდა იკავებდეს ადგილს.
3/5 არაფერი ისე არ უხდება მზეს, ზღვასა და გარუჯულ სხეულს, როგორც მზისფერი საცურაო კოსტიუმი.
4/5 ცხოველური პრინტი მოდიდან არასდროს გადადის. ლეოპარდი, ზებრა - არჩევანი თქვენზეა!
5/5 ბრჭყვიალები, ბრჭყვიალები და კიდევ ერთხელ ბრჭყვიალები. ამ ზაფხულს შეგიძლიათ თავს სრული თავისუფლება მისცეთ!