ვენეციის კინოფესტივალი 2026: წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქები vol.2
პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი, პამელა ანდერსონი, სიდნი სუინი, პატრიკ შვარცენეგერი და სხვა ვარსკვლავები – ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის ლუქები, Vol. 2
სათვალე ის ერთადერთი აქსესუარია, რომელსაც განურჩევლად წელიწადის დროისა მუდმივად ვატარებთ. რატომ? იმიტომ, რომ სათვალე იცავს ჩვენს თვალებს და იმიტომ რომ ნებისმიერი ლუქი სრულყოფილია მასთან ერთად. გაზაფხულის მიწურულს, როდესაც წინ ზაფხულის სამი ცხელი თვე და საცურაო კოსტიუმების დრო გვიდგება, დროა ჩვენს გარდერობს ახალი სათვალეები შევმატოთ. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის ინსტაგრამ ტრენდული დიზაინერების სათვალეების ბრენდები მოიძია, რომლებიც შესაძლოა მასიურად ცნობადი არ არიან, თუმცა ჩვენს ყურადღებას და გარდერობში ადგილს ნამდვილად იმსახურებენ.
1/5 LAPIMA-ს რეტრო ფორმის სათვალე საზაფხულო ფერებშია გადაწყვეტილი. ბრენდი ბრაზილიელმა ცოლ-ქმარმა ჟიზელმა და გუსტავომ დააფუძნეს და მათი სათვალეები ხელნაკეთია ადგილობრივი (სან-პაოლოს) ხელოსნების მიერ, რაც ამ ავანგარდულ სათვალეებს უფრო მიმზიდველს ხდის.
2/5 Aperçu შთაგონებას ფრანგული სტილისა და ელეგანტურობისგან იღებს. ეს ვინტაჟით შთაგონებული ხაკისფერი სათვალე კი ალისა კოსკარელისთან თანამშრომლობით შეიქმნა.
3/5 LE SPECS ბრენდი კარგად გვახსოვს Adam Selman x Le Specs cat-eye სათვალეებით, თუმცა არჩევანი მათ იმაზე მეტი აქვთ ვიდრე The Last Lolita-ა.
4/5 VEHLA EYEWEAR-ის ვინტაჟური სტილის უნისექს სათვალე ინსტაგრამ ბლოგერების ფავორიტია. 2021 წლის ზაფხულის ლუქის სრულყოფილებისთვის ეს სათვალე აუცილებლობასაც კი წარმოადგენს.
5/5 JACQUEMUS-ს ფუტურისტული სათვალე. ბრენდი, რომელიც განსაკუთრებით ცნობადი თავისი პატარა ზომის ჩანთებით გახდა, სულ რაღაც 11 წლის არის და მოდის სფეროში აქტიურად იმკვიდრებს ფეხს. ამ სათვალის შეძენა ერთგვარი ინვესტიციაც კი არის.