„ჩინი“ - ჩემოდნის გარსაცმი ქართული იდენტობით
#GOGO!რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს მოგზაურობა საზღვრებს მიღმა, ვერავინ უარვყოფთ იმ სიძნელეებს, რომლებსაც მშვენიერი თავგადასავლის დროს ვხვდებით ხოლმე გზად. ჩემოდნის დაზიანებით ან სულაც დაკარგვით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ქართულ ბაზარზე ორიგინალური დიზაინის, ქართული იდენტობის მატარებელი ბრენდი „ჩინი“ გამოჩნდა, რომელმაც ჩემოდნის გარსაცმის ფართო ასოტიმენტი შემოგვთავაზა.