#მოდა #ცნობილები #ტექნოლოგიები

ზუმერული მოდა მოდის: ZOOMMER x ANOUKI კოლაბორაცია

გაზიარება:

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გაჯეტები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, დიდი ხანია, რაც ტექნოლოგიური პროგრესი განყენებულად აღარ აღიქმება, იმ რეალობაში, რომელშიც მუდმივად ვვითარდებით, ტექნოლოგიურმა სფერომ ნავსაყუდელი მოდის ინდუსტრიაში იპოვა.

ჩვენი სმარტფონები, ყურსასმენები და ჭკვიანი საათებიც ხომ ჩვენი შინაგანი სამყაროს გამოხატვის საუკეთესო გზა გახდა, ისინი საუკეთესოდ უსვამენ ხაზს ჩვენს ინდივიდუალიზმს, რა თქმა უნდა მოდის შემდეგ, ხოლო, როდესაც მაღალი მოდა ტექნოლოგიურ სფეროს ხვდება, რაღაც არაორდინალური და საოცრად მიმზიდველი იბადება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Zoommer.ge (@zoommer.ge)

მოდისა და ტექნოლოგიური სფეროს გადაკვეთაზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით ისეთ კოლაბორაციებს, როგროებიცაა Google და Yves Saint Laurent, Apple და Hermès, Chanel-ის ეარპოდ ქეისებსა თუ Alexander Wang-სა DR. DRE-ს ყურსასმენებს. როგორც ჩანს მოდამ და ტექნოლოგიამ საერთო ენა საქართველოშიც იპოვეს და დღეს, ყველაზე მოულოდნელი კოლაბორაცია შემოგვთავაზეს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Zoommer.ge (@zoommer.ge)

ციფრული ტექნიკის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიასა და ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის ბრენდს შორის თანამშრომლობა შედგა, Zoommer X Anouki კოლაბორაციის პირველი კადრები სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Zoommer.ge (@zoommer.ge)

ზევით