ჯიჯი ჰადიდმა 2025 წლის 25 აპრილს 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში უახლოეს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა. დაბადების დღის აღნიშვნა ვახშმით L’Avenue at Saks Fifth Avenue-ს ფრანგულ რესტორანში დაიწყო, მოგვიანებით კი იქვე ბარში Le Chalet გაგრძელდა, სადაც ჯიჯის ვარსკვლავური მეგობრები შეიკრიბნენ.

ჯიჯიმ დაბადების დღისთვის სკიაპარელის ქაშმერის $ 9,000-იან კორსეტი ტყავის შარვალთან ერთად მოირგო. მოდელმა ლუქს ოქროს სამკაულები და მინიმალისტური თეთრი ქლაჩი შეუხამა. ბრედლი კუპერმა კი კომბინეზონზე Philadelphia Eagles-ის სუპერბოულის ქურთუკი მოირგო.
 |
 |
Anne Hathaway with her husband, Adam Shulman |
Bella Hadid |
სტუმრებს შორის იყვნენ ბელა ჰადიდი, ენ ჰეთეუეი და ადამ შულმანი, ემილი რატაკოვსკი, უილ არნეტი, როზი ჰანთინგტონ-უაითლი და ასევე ჯიჯის მშობლები იოლანდა და მოჰამედ ჰადიდები.

აღსანიშნავია ოქროს ბეჭედი, რომელიც მოდელის ხელს ამშვენებდა და საზოგადოებაში წყვილის შესაძლო ნიშნობის შესახებ სპეკულაციები გააჩინა. თუმცა, წყვილთან დაახლოებული პირების თქმით, ჰადიდისა და კუპერის ურთიერთობა სერიოზულია – ოფიციალურ ნიშნობაზე საუბარი ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.