ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი ოცნება აიხდინა — ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. კვარა პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ფრანგული კლუბის, პარი სენ-ჟერმენის, 7 ნომრის მაისურით გამოჩნდება.
პარიზში, პარკ დე პრენსის სტადიონზე გამართულ ნახევარფინალში პსჟ-მ ლონდონის „არსენალი“ 2:1 დაამარცხა. პირველი მატჩი ინგლისში 1:0 ჰქონდა მოგებული, ასე რომ, ორი თამაშის ანგარიშით პარიზულმა კლუბმა ფინალის საგზური დამაჯერებლად მოიპოვა.
ბრიტანელებმა შეხვედრა აგრესიულად დაიწყეს და ბურთს ძირითადად ისინი აკონტროლებდნენ, თუმცა პირველ ტაიმში ხვიჩამ ჩვეული ენერგიითა და თავდაჯერებით დაიწყო შეტევებზე გადასვლა და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა.
პსჟ-მ ანგარიში მალევე გახსნა. ფინალური სასტვენის შემდეგ კვარას სახეზე ერთდროულად იკითხებოდა დაღლაც, შვებაც და სიხარულიც. ის უკვე მეოთხე წელია, რაც ევროპულ ფეხბურთში თამაშობს, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვან სცენაზე გამოსვლისთვის უნდა მოემზადოს.
ქართველი ფეხბურთელის საბრძოლო შემართება კი კვარას სიტყვებში ჩანს - „წაგება არ იქნება“!
ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში, მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ გაიმართება, სადაც პსჟ-ს გუნდი მთავარი ტიტულისთვის იბრძოლებს.
ფოტო: ლაშა კუპრაშვილი/ ეროვნული ნაკრები