#სპორტი #TOKYO 2020 OLYMPIC GAMES

ტოკიოს ოლიმპიადაზე გერმანელი ტანმოვარჯიშეები ქალი ათლეტების სექსუალიზების წინააღმდეგ იბრძვიან

გაზიარება:

ნორვეგიელ ქალ ხელბურთელთა შემდეგ, სპორტულ შეჯიბრებებში ქალი სპორტსმენების სექსუალიზების წინააღმდეგ ამჯერად გერმანელი ტანმოვარჯიშეები იბრძვიან, რომლებმაც გასულ კვიტას, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ღრმა ჭრილიანი ლეოტარდების ნაცვლად მთლიანი კოსტუმი მოირგეს.

4-კაციანმა გუნდმა, რომელთა შემადგენლობაშიც სარა ვოსი, პაულინ შაფერი, ელისაბედ სეიცი და კიმ ბუი შედიან, გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო, "ჩვენ დავსხედით და გადავწყვიტეთ, რომ დიდი გამოწვევებისთვის მზად ვიყავით. ქალად ჩამოყალიბების პროცესში, ძალიან რთულია ახალ სხეულთან შეგუება

ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ  თითოეული ჩვენგანი თავს კომფორტულად გრძნობს, ჩვენ ვაჩვენებთ სამყაროს, რომ მათ შეუძლიათ ჩაიცვან ყველაფერი, რაც თავს ლამაზად და განსაკუთრებულად აგრძნობინებთ - განაცხადა სარა ვოსმა.

სპორტის სხვადასხვა სახეობაში ქალების სექსუალიზების წინააღმდეგ სერიოზული მოძრაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც Netflix-ზე დოკუმენტური ფილმი გამოჩნდა, აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა გუნდის სექსუალური შევიწროების შესახებ. ნაციონალური ნაკრების ყოფილი დირექტორი ასობით ათლეტზე სექსუალური ხასიათის ძალადობაში დამნაშავედ ცნეს, მას 176-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ზევით