8 მედალი - რეკორდული შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
#სპორტისაქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიო 2020-ზე ასპარეზობა 7 აგვისტოს, გაერთიანებული საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებლით - 8 მედლით დაასრულა. ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ასეთია ქართველ ათლეტთა მონაგარი, რომელსაც კვირების განმავლობაში თითოეულ მათგანთან ერთად მოვიპოვებდით ბედნიერებით, გამარჯვების შეძახილებით, ზოგჯერ კი სინანულის ცრემლით.