#სპორტი #WOMEN POWER

მომღერალი Pink ნორვეგიელ ქალ ხელბურთელთა ნაკრებს მხარდაჭერას უცხადებს

გაზიარება:

ამერიკელი მომღერალი Pink ნორვეგიის ქალ ხელბურთელთა ნაკრებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და გოგოების ნაცვლად ჯარიმის გადახდას საკუთარ თავზე იღებს. საქმე ის გახლავთ, რომ Beach Handball EURO 2021-ზე ნორვეგიის ქალთა ნაკრებმა ბიკინით თამაშის ნაცვლად მამაკაცი სპორტსმენების ნაცვლად შორტები მოირგო. 

Beach Handball EURO 2021-ის დისციპლინარულმა კომისიამ წესების დარღვევისთვის ნაკრები 1500 ევროთი დააჯარიმა, თუმცა ნორვეგიელ გოგოებს დამცველები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მალევე გამოუჩნდნენ, მათ შორის გახლდათ ამერიკელი მომღერალი Pink, რომელმაც მხარდაჭერა სპორტსმენებს სოციალურ ქსელში გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ამაყობს, რადგან ნორვეგიელებმა სექსისტური წესების წინააღმდეგ გაილაშქრეს.

მე ძალიან ამაყი ვარ, ნორვეგიელმა ხელბურთელებმა შეძლეს და მათი უნიფორმების საკმაოდ სექსისტური წესები ხმამაღლა გააპროტესტეს. ევროპის ხელბურთის ფედერაცია მსგავსი საქციელის გამო უნდა დაჯარიმდეს. ბედნიერი ვიქნები, თუკი გოგოების ნაცვლად გადავიხდი ჯარიმას, ასე გააგრძელეთ ქალებო - დაწერა მომღერალმა.

ნორვეგიელ ქალ ხელბურთელებს თანადგომა ჩოგბურთის ლეგენდამ ბილი ჯინმაც გამოუცხადა და ქალი ათლეტების სექსუალიზების ბრალდებით გამოვიდა, რადგან მამაკაცებს მსგავსი წესების დაცვა არ უწევთ.

ზევით