#კულტურა #სამეფო ოჯახი #კინო

The Crown-ის ახალი დედოფალი ელისაბედ II იმელდა სტაუნტონია

გაზიარება:

Netflix-მა პოპულარული სერიალის The Crown-ის მეხუთე სეზონის პირველი კადრი გაგვიზიარა და როგორც ვხვდებით იმ მსახიობთა რიცხვს, რომლებმაც ეკრანებზე დედოფალი ელისაბედ II განასახიერეს იმელდა სტაუნტონიც უერთდება.

The Crown-ის ახალ სეზონში იმელდა საუნტონი, ემის ნომინაციის მფლობელ ოლივია კოლმანს ჩაანაცვლებს, რომელიც სამეფო კარის დრამაში მის უდიდებულესობას 2 სეზონის განმავლობაში ბრწყინვალედ განასახიერებდა. სტაუნტონის დედოფლად ყოფნის პარალელურად მაყურებელი ქვეყნის ახალ პრემიერ მინისტრ ჯონ მეიჯორსაც გაიცნობს, რომლის როლსაც სერიალში ჯონი ლი მილერი შეასრულებს.

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული ყველაზე პოპულარული სერიალი მე-6 სეზონში ბევრ საინტერესო დეტალს გაგვიზიარებს, დიდი ალბათობით მათ შორის იქნება პრინცესა დიანას შოკისმომგვრელი BBC პანორამა ინტერვიუ, უელსის პრინცისა და პრინცესას განქორწინება და დიდი ალბათობით პრინცესა დიანას ტრაგიკული გარდაცვალებაც.

The Crown ისტორიული დრამაა, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის შესახებ მომნუსხველად მოგვითხრობს, Netflix-ის სერიალს შთამბეჭდავი კადრები, ისტორიის და ფაქტების გადმოცემის ლაკონიური და ყველასათვის გასაგები ენა და ბრწყინვალე შემოქმედებითი გუნდი გამოარჩევს, რომელიც ყოველ 2 სეზონში იცვლება და სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის უნდა ველოდოთ მე-5 სეზონს, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ ის იმედებს არ გაგვიცრუებს.

ზევით