#ტექნოლოგიები

შესაძლოა ევროპაში FACEBOOK და INSTAGRAM გაითიშოს

გაზიარება:

თუ Meta-ს არ მიეცემა შესაძლებლობა გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს ევროპელი მომხმარებლების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე, Facebook და Instagram შეიძლება ევროპაში გაითიშოს, დასავლური მედიის, ინფორმაციით, სოციალური მედიის გიგანტების მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა თავის წლიურ ანგარიშში ამ საშიშროების შესახებ განაცხადა.

Meta-სთვის დღის წესრიგში ტრანსატლანტიკური მონაცემთა გადაცემის პრობლემა დგას, რომელიც რეგულირდება ეგრეთ წოდებული Privacy Shield-ის და სხვა მოდელის შეთანხმებების მეშვეობით, რომლებსაც Meta ევროპელი მომხმარებლების მონაცემების ამერიკულ სერვერებზე შესანახად იყენებს. მიმდინარე შეთანხმებები მონაცემთა გადაცემის გასააქტიურებლად ამჟამად ევროკავშირში მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ქვეყნებსა და რეგიონებს შორის მონაცემების გაზიარება უმნიშვნელოვანესია მისი სერვისების მიწოდებისა და მიზნობრივი რეკლამისთვის, ხაზგასმით აღნიშნა Meta-მ. სწორედ ამ მიზნისთვის კომპანიამ, ტრანსატლანტიკური მონაცემთა გადაცემის ჩარჩო, სახელწოდებით Privacy Shield, გამოიყენა. თუმცა, ეს ხელშეკრულება ევროპის იუსტიციის სასამართლომ 2020 წლის ივლისში გააუქმა, მონაცემთა დაცვის დარღვევის გამო. მას შემდეგ ევროკავშირმა და აშშ-მ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მუშაობენ ხელშეკრულების ახალ ან განახლებულ ვერსიაზე.

თუმცა, თუკი ახალი ან განახლებული ხელშეკრულების ვერსია დროულად არ შემუშავდება და შეთანხმება არ მიიღწევა, მაშინ მარკ ცუკერბერგი და მისი გუნდი იძულებული იქნება Facebook და Instagram ევროპაში გათიშოს.

ზევით