#ტექნოლოგიები

როგორ გამოიყურება პირველი კოსმოსური სასტუმრო, რომელიც 2027 წელს გაიხსნება

გაზიარება:

კალიფორნიის შტატში დაფუძნებულმა სტარტაპ კორპორაცია The Gateway Foundation-მა, კოსმოსში პირველი სასტუმროს პროექტის ფოტოები გაასაჯაროვა. სასტუმრო, რომლის მშენებლობაც 2025 წელს დაიწყება, 400 სტუმარზე იქნება გათვლილი და მოსასვენებელი ნომრების გარდა, სპას, კინოთეატრსა და ბარ-რესტორნებსაც გააერთიანებს.

190 მეტრის დიამეტრის ბორბლისგან აგებული კოსმოსური სადგური საკუთარი ღერძის გარეშემო იტრიალებს, რაც მას საშუალებას მისცემს ხელოვნური გრავიტაცია წარმოქმნას. კოსმოსური სასტუმრო სულ 24 ინდივიდუალური მოდულით აღიჭურვება, მათი ნაწილი დამსვენებლებს მოემსახურება, ნაწილი კი სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის გამოიყოფა.

ჩვენ არ გვსურს ახალი ტექნოლოგიების შემუშავება, გვინდა, რომ უკვე ხელთ არსებული ტექნოლოგიებით

The Gateway Foundation-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ პირველი კოსმოსური სასტუმროს ინტერიერისთვის, მინიმალისტური სტილი და პასტელური ფერებია შერჩეული, ის ფაქტიც, რომ საკმარისია, რომ სასტუმროს ნომრიდან ხედი დედამიწაზე ან ვრცელ კოსმოსში გადაიშლება.

მსოფლიოში პირველი კოსმოსური სასტუმროს გახსნა 2027 წლისთვის იგეგმება.

ზევით