#კულტურა #ცნობილები #სამეფო ოჯახი

პრინცი ჰარი სამეფო ოჯახში ცხოვრების წლებზე მემუარს გამოაქვეყნებს

გაზიარება:

საყვარელი მეუღლის, სასექსის ჰერცოგინიას მსგავსად, სასექსის ჰერცოგი პირველი წიგნის გამოსაცემად ემზადება, რომელიც პრინცი ჰარის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ჰარისა და მეგანის წარმომადგენელმა, დასავლურ მედიასთან უკვე დაადასტურა ინფორმაციის სანდოობა და ისიც დასძინა, რომ პრინცი ჰარი გამომცემლობა Penguin Random House-თან ითანამშრომლებს და მემუარებს გამოსცემს მის ცხოვრებაზე, თავგადასავლებზე, დიდ დანაკარგსა და ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე.

მისი გულწრფელი და გულახდილი მემუარები მოგვითხრობს პრინცის ცხოვრებაზე დაწყებული ბავშვობის წლებით, ასევე ჯარში მსახურებით, რომელმაც ფრონტის ხაზთან ორჯერ მიიყვანა, სიხარულზე, რომელიც მან იგრძნო, როდესაც მეუღლე და მამა გახდა.

დასავლური მედიის ცნობით პრინც ჰარის მემუარის წერის პროცესში, ცნობილი ამერიკელი ჯურნაკისტი ჯ.რ. მერინგერი ეხმარებოდა. ცნობილია, რომ წიგნს გამომცემლობაში აგვისტოს თვეში ელოდნენ, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო პირველი ვიზუალის ხილვა ოქტომბრამდე გადაიდო, მკითხველს კი პრინცი ჰარის პირველი ქმნილება 2022 წლის ბოლოსკენ შეხვდება.

ზევით