#მოდა

ილონ მასკის დედა, მეი მასკი ქართულ ბრენდს ირჩევს

გაზიარება:

SpaceX-სა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის დედა, მეი მასკი კვლავ ქართულს ირჩევს! ანუკი არეშიძის და ალექსანდრე ახალკაციშვილის სამოსის მორგების შემდეგ, მეი კიდევ ერთ ქართულ ბრენდს LIYA-ს ირჩევს.

LIYA თანამედროვე ქალბატონების ტანისამოსის ბრენდია, რომელსაც სწამს ინდივიდუალიზმისა და საკუთარი თავის სიყვარულის.

72 წლის კანადელი მოდელი დღემდე წარმატებულად განაგრძობს საქმიანობას, მეი მასკი ამჯერად Vogue-ის ფურცლებზე გამოჩნდა და სწორედ გამოცემის ფოტოსესიაში, ერთ-ერთ ლუქად ქართული ბრენდ LIYA-ს სამოსზე შეაჩერა არჩევანი. მეიმ ბრენდის შავი ტყავის კაბა მოირგო, ნაქსოვი ხელებით, რომლის ღირებულებაც 550$ გახლავთ.

DRESS WITH REMOVABLE KNITTED SLEEVES

ყიდვა 

LIYA ქალის ტანსაცმლის თანამედროვე ბრენდია, რომელიც 2017 წელს დაარსდა. 3 წელი მოდის სფეროსთვის არც ისე დიდი დროა, მაგრამ ბრენდმა მოკლე პერიოდში საკუთარი სიტყვა მაინც თქვა. LIYA-მ ძლიერი იდენტობის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების შეძენა მსოფლიოს ირგვლივ მოახერხა.   

ზევით