ანი ფხაკაძე და ამური დე სადელიერი პირველ შვილს ელოდებიან

გაზიარება:

ქართულ ისტორიაზე დაფუძნებული ბრენდის SENSELF-ის თანადამფუძნებელი ანი ფხაკაძე და მისი მეუღლე ამური დე სადელიერი პირველი შვილის მოლოდინში არიან. სიახლე, ანიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შავ-თეთრი ფოტოსურათით გაუზიარა გამომწერებს, რომელშიც მისი წამოზრდილი მუცელი ჩანს.

ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის ქალიშვილი და მისი რჩეული 2021 წლის შემოდგომაზე დაინიშნენ, ამურმა ანის ხელი დომინიკის რესპუბლიკის რეზორტ ამანერაზე, რომანტიკულ ვახშამზე სთხოვა. საქორწინო ცერემონია 1 წლის შემდეგ გაიმართა, მისტერ და მისის სადელიერებმა ცხოვრების მნიშვნელოვანი დღე ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების წრეში, შვეიცარიის მთებში აღნიშნეს, სოციალურ ქსელში კი ხელის მოწერის ცერემონიიდან რამდენიმე ბედნიერი კადრიც გაუზიარეს.

ანი ფხაკაძეს და ამური დე სადელიერის სიყვარულის ისტორია წლების წინ იწყება, წყვილის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ფარული, ისინი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს სოციალური ქსელების მეშვეობით ხშირად აზიარებდნენ. ამური Northeastern University-ის კურსდამთავრებული, კომპანია Mount Media-ს თანადამფუძნებელი და ADS Medis Consulting-ის დამფუძნებელი გახლავთ. რაც შეეხება ანის, მან ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და Glion Institute of Higher Education-ში მენეჯმენტი შეისწავლა. ის აგრეთვე Bentley University-ს კურსდამთავრებული და ქართულ ისტორიაზე დაფუძნებული სილამაზის ბრენდი SENSELF-ის თანადამფუძნებელია.

ზევით