#სილამაზე

SENSELF - ანი ფხაკაძის და გვანცა სალაყაიას ბრენდი, რომელიც Beauty სამყაროს შეაზანზარებს

გაზიარება:

ბიზნესმენების ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდა ლამაზმანის წარმატებული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არც არასდროს იდგა, თუმცა ანი ფხაკაძის ცხოვრებაში იმაზე გასაოცარი სიახლეა, ვიდრე წარმოვიდგენდით. მრავალწლიანმა გამოცდილებამ ანი საკუთარ ბრენდამდე მიიყვანა, რომელიც დიდი ხნის მეგობართან - დიზაინერ გვანცა (Gwen) სალაყაიასთან ერთად, ორ წლიანი კვლევების, სამზადისისა და შრომის შემდეგ შექმნა. ამჯერად The Diary საოცარი SENSELF-ის შესახებ გიამბობთ. 

ანი ფხაკაძემ საკუთარ Influencing გამოცდილებას, განათლებას და სილამაზის სფეროში დაგროვილ ცოდნას თავი მოუყარა და მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე მეგობართან - გვანცა სალაყაიასთან ერთად ახალი, ინოვაციური და ქართულ ისტორიაზე დაფუძნებული ბრენდი - SENSELF შექმნა.

ანიმ და გვანცამ პროექტზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყეს, მათთვის შთაგონება თბილისის ხელნაწერთა მუზეუმში დაცული, მე-15 საუკუნით დათარიღებული კარაბადინი და მასში დაგროვილი უსაზღვრო ცოდნა გახდა..

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო მასში (კარაბადინში) მოყოლილი ისტორია ჩვენებურად გადმოგვეცა. ამოვარჩიეთ 2 ინგრედიენტი და ის წარვუდგინეთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლაბორატორიას ამერიკაში“ - ამბობს ანი

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ამერიკული ლაბორატორია სტარტაპებთან არ თანამშრომლობს, გოგოებმა მათი დარწმუნება მაინც მოახერხეს და 2-წლიანი შრომის შედეგად შექმნეს სუფთა, Cruelty Free და ვეგანური თავის მოვლის პროდუქტები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება.

ჩვენ ვართ მაცნეები, რომლებიც სილამაზის შენარჩუნების ტრადიციებისა და წინაპართა მემკვიდრეობის შესახებ გიამბობთ.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ SENSELF-ის თითოეული დეტალი, მათ შორის ბრენდის სახელწოდება და პროდუქტის შეფუთვის დიზაინი ანის და გვანცას მიერაა შექმნილი. რაც შეეხება ვებ-გვერდს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის არაფრით ჩამოუვარდება მეგა ბრენდების ონლაინ პლატფორმებს. დახვეწილი, 21-ე საუკუნის მომხმარებელზე მორგებული ვებ გვერდი უკვე ჩაეშვა და მომხმარებელს SENSELF-ის შესახებ ამომწურავ ინფორმაციასთან ერთად online shop-ს სთავაზობს. 

სილამაზის ინდუსტრია 21 საუკუნეში ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელშიც თავის დამკვიდრება (მითუმეტეს მსოფლიო ბაზარზე) საკმაოდ რთულია. ჩვენი (და ბრენდის აქტიური მომხმარებლების) შეფასებით SENSELF იდეალურად შეკრული, მაღალი დონის ბრენდია, რომელიც Beauty ინდუსტრიას აუცილებლად შეაზანზარებს.

SKIN REBOUND TREATMENT

 

ყიდვა

 RICH BUT LIGHT MOISTURIZER

 

ყიდვა

ზევით