#სამეფო ოჯახი

ორსული მეგან მარკლი Carolina Herrera-ს კაბით გამოჩნდა #StealHerStyle

გაზიარება:

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მეორე შვილს ელოდებიან, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სულ მალე გოგონას მშობლები გახდებიან, თუმცა მანამდე, მომავალი და უკვე გამოცდილი მშობლები, ჩვეულ ტემპში აგრძელებენ ცხოვრებას, პრინცი ჰარი ახალ პროექტებზე მუშაობს, მეგანი კი სადებიუტო საბავშვო წიგნის გამოცემას გეგმავს.

მე და ჩემი მეუღლე მოუთმენლად ველით ჩვენი გოგონას დაბადებას, ამ ბედნიერებას კი მილიონობით ადამიანს ვუზიარებთ. ჩვენ ვფიქრობთ მასზე, მის მომავალზე და ახალგაზრდა ქალებსა და გოგოებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რამდენიმე დღის წინ Global Citizen's Vax Live: The Concert To Reunite The World გაიმართა, ღონისძიების ორგანიზატორთა შორის სასექსის ჰერცოგებიც იმყოფებოდნენ, პრინცმა ჰარიმ უშუალოდ მოახერხა ღონისძიებაზე დასწრება, მეგანმა კი საჯარო გამოჩენისგან თავი შეიკავა და სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა.

საკუთარი სახლის გამწვანებულ ეზოში მოკალათებულმა მეგანმა Carolina Herrera-ს წითელი კაბა მოირგო, ყვავილების პრინტით, რომლის ღირებულება ონლაინ საიტებზე 1,690 ამერიკულ დოლარს შეადგენს და მისი შეძენა მსურველთათვის ამ წუთამდე შესაძლებელია. კაბას, მეგანმა, პანდემიის პირობებში გენდერული თანასწორობის შესახებ მომზადებული სიტყვის შესაფერისი აქსესუარი - ყელსაბამი შეუხამა.

Poppy Print Tie Waist Shirtdress

ყიდვა

Woman Power Charm Necklace

ყიდვა

ზევით