პრინცესა დიანას „შურისძიების კაბა“ აუქციონზე გაიყიდება

პრინცესა დიანას ცნობილი შავი კაბა, რომელსაც „შურისძიების კაბასაც“ უწოდებენ, Sotheby’s-ის ნიუ-იორკის აუქციონზე 9 დეკემბერს გაიყიდება. Christina Stambolian-ის მიერ შექმნილი კაბის ღირებულება 150 000 - 300 000 ამერიკული დოლარია.

დიანამ კაბა 1994 წლის 29 ივნისს ლონდონის  Serpentine Gallery-ში გამართულ ღონისძიებაზე ჩაიცვა. იმავე საღამოს ეთერში გავიდა პრინც ჩარლზის სატელევიზიო ინტერვიუ, რომელშიც მან ქორწინების პერიოდში ღალატი საჯაროდ აღიარა.

princess diana revenge dress

შავი, ღია მხრებიანი კაბა დიანას იმ პერიოდის ჩაცმის სტილისგან განსხვავდებოდა. სწორედ იმ საღამოს შემდეგ გავრცელდა სახელწოდება „შურისძიების კაბა“, რომელიც მოგვიანებით კაბის არაოფიციალურ სახელად დამკვიდრდა.

Christina Stambolian-მა კაბა დიანასთვის რამდენიმე წლით ადრე შექმნა. დიზაინერის თქმით, პრინცესას თავდაპირველად ის ზედმეტად თამამად მიაჩნდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ჩაუცვამს.

1997 წელს დიანამ კაბა თავისი გარდერობის სხვა ნივთებთან ერთად საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდა. ის კერძო მფლობელობაში გადავიდა და მოგვიანებით სხვადასხვა გამოფენაზეც იყო წარმოდგენილი.

ზევით