#კულტურა #ცნობილები #კინო

ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმის „ანტონის'' პრემიერა 8 ივლისს გაიმართება

გაზიარება:

თანამედროვეობი ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ რეჟისორ ზაზა ურუშაძეს ქართველი საზოგადოება 2 წლის წინ დაემშვიდობა, გარდაცვალებამდე კინორეჟისორმა კიდევ ერთი ფილმის გადაღება მოასწრო. კარიერის უკანასკნელ ნამუშევარს ზაზა ურუშაძესთვის „ანტონი'' წარმოადგენს, რომლის ხილვის საშუალება ქართველ მაყურებელს დიდ ეკრანებზე 8 ივლისიდან მიეცემა.

„ანტონი'' რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმია, რომლის სცენარი კანადელი მწერლის დეილ ეისლერის რომანის „ანტონი, მისი მეგობარი და რუსული რევოლუციის" მოტივებზე დაიწერა.

ისტორიულ დრამაში მოქმედება 1919 წელს ვითარდება, ოდესასთან ახლოს გერმანულ კოლონიაში, სადაც პატარა ბიჭი ანტონი და მისი ებრაელი მეგობარი იაკობი დროს ბედნიერად ატარებენ, მანამ სანამ მმართველობა ბოლშევიკების ხელში გადავა და ქვეყანაში ტოტალური შიმშილი და შიში დაისადგურებს.

ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმი „ანტონი'' სამი ქვეყნის: საქართველოს, უკრაინისა და ამერიკის კოპროდუქციაა. მისი გადაღებები საქართველოში, უკრაინასა და გერმანიაში მიმდინარეობდა.

ზევით