#კულტურა

მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ - ახალი გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

გაზიარება:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახალი გამოფენისთვის ემზადება. მუზეუმში „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“ 30 ნოემბრიდან იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი 25 ნამუშევარს იხილავს, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის თურქეთიდან ჩამოიტანეს.

იუნუს ემრე, გამოფენა

მინიატურები დიდი თურქი პოეტის ლექსების შთაგონებით არის შექმნილი. გამოფენაზე ასევე იქნება იუნუს ემრეს წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

იუნუს ემრე, მინიატურების გამოფენა

იუნუს ემრე (1238 -1321წწ.) თურქი ხალხის უდიდესი სუფი პოეტია. მის პოეზიას საფუძვლად ადამიანების სიყვარული, პატივისცემა და ტოლერანტობა უდევს. 2021 წელი იუნესკომ, თურქი პოეტის გარდაცვალებიდან 700 წლისთავთან დაკავშირებით, იუნუს ემრეს წლად გამოცხადდა. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში ოფიციალურად 30 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიხსნება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ზევით